„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
259
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №111 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, №49, III ნაწილი, მუხლი 712) დამტკიცებული წეს­დების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს მართავს ცენტრის უფროსი (შემდგომში – უფ­როსი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მი­ნისტრის მოადგილე.“.

2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი ან რამ­დე­ნიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­დებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მო­ადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.

5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვა­ლეო­ბებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე. უფროსის და მისი პირ­ველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგი­ლე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 აგვის­ტოდან.

  პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია