„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო–საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016013
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო–საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხონი

 „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 16 სექტემბრის №01-40/809 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს № 8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულებს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. გელენიძე

კრებსითი — სრული ვერსია