,,ვ. ლეჟავას, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-07
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,ვ. ლეჟავას, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №182

2008 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

ვ. ლეჟავას, მ. ვაწაძისა და ი. თაქთაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია