„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
254
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის  11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სო­ცია­ლური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართ­ველოს მთავ­რობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გენილებით დამტკიცებული წე­სისა და პრინციპების 41 მუხ­­ლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­-დეგი რედაქ­ცი­ით:

„2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არ აქვთ – ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგი­ლებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებსა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგ­რე­სიის შედეგად დაზარალებულ ორგანიზებულად ჩასახლე­ბულ მოსახლეობას, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომ­სახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და სა­ქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იურიდიული პი­რის მიერ (რომლის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ­ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ინფორმაციას აწვდის კომპეტენტურ ორგანოს).“.   

    მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია