„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-19
სარეგისტრაციო კოდი
010.080.000.08.002.004
„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №143

2008 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის #110 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების  შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის #110 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., #33, მუხ. 361) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაქმნელი ან გასაუქმებელი დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;“;

ბ) წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სხვა დოკუმენტები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

გ) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. დასახლებისათვის სახელის მინიჭება და შეცვლა

დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია