„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-09
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.014727
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.727

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №110

2010 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №143, მუხ.1422) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე).

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 9 ივნისიდან.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია