„ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე“ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-04
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.08.002.004
„ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე“ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №106

2008 წლის 28 თებერვალი

 ქ. თბილისი

„ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე“ სამთავრობათაშორისო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ტრანსაზიური რკინიგზის ქსელის თაობაზე“ სამთავრობათაშორისო შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (დ. ბაქრაძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია