,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
666
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №666

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ივლისის №489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №84, მუხ. 1206) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების” ტექსტის მიღების მიზნით ევროკავშირთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს დელეგაციას (შემდეგში – დელეგაცია) შემდეგი შემადგენლობით:

თორნიკე გორდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი

გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დელეგაციის I სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი

თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დელეგაციის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მოადგილე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის IIIა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

აბესალომ კეკელია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის IIIბ და IV სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის II სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დელეგაციის IIIბ სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი

არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია