საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №100
2008 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. ყორანაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ქართლოს ყორანაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი