„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №344 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
496
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-23
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.014771
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №344 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.771

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №496

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის  30 აპრილის №344 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №344 ბრძანებით (სსმ III, 30.04.2010, №50, მუხლი 735) დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.   აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. აკადემიის ლოგოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია