„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის  ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების,  მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნ­ქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონ­ტრო­ლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095) დამტკიცებულ ინსტრუ­ქ­ციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარად­გი­ნოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვეში.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთე­ლი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად და­მონ­ტა­ჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარ­და იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრა­ფი­უ­ლი მდებარეობა (უშუალოდ ზღვის, მდინარის, ჭაობის, კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას, ან როდესაც არსებული პერი­მეტ­რის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეო თვალთვალის სის­ტემით აღჭურვილი 2 მ სიგანისა და სიღრმის თხრილი. ღო­ბეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღო­ბეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლ­გვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერ­დის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რო­მელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონ­ტრო­ლის ზონა“ – „Customs Control Zone“; ამასთან, ფირნიში დამ­ზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამო­ყე­ნე­ბით.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია