„შავი ზღვის წრიული მაგისტრალის კოორდინირებული განვითარებისათვის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-07
სარეგისტრაციო კოდი
480.020.010.08.002.004
„შავი ზღვის წრიული მაგისტრალის კოორდინირებული განვითარებისათვის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №64

2008 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

„შავი ზღვის წრიული მაგისტრალის კოორდინირებული განვითარებისათვის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ბელგრადში 2007 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი „შავი ზღვის წრიული მაგისტრალის კოორდინირებული განვითარებისათვის“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (დ. ბაქრაძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

3. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მისამართი: 0108, თბილისი, ჭანტურიას ქ. №12).

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია