საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №49

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

1. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია