„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-21
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.014763
„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.014.763

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №118

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №238 ბრძანებით (სსმ III, №158, 29.12. 2009წ., მუხ. 1922) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიულ აქტი შედგება სქემების, ცხრილების ან/და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია