საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 02.02.2015, №34)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №47

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შექმნის შესახებ

1. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუ-მების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ              (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია