საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №59
2008 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტური საზღვრის მართვის სისტემის ჩამოყალიბების, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია“ .
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება № 921 – სსმ III, № 151 , 18 . 11 .20 10 წ ., მუხ . 2139
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №586 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
ტერმინთა განმარტებები:
„ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიაში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვა – სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს:
– სასაზღვრო კონტროლს, რისკის ანალიზის, საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, დაზვერვით მოქმედებებ სა და სხვა ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებებს ;
– ოთხდონიანი კონტროლის მოდელს ( ქვეყნის შიგნით კონტროლის ღონისძიებები, სასაზღვრო კონტროლი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მესამე ქვეყნებში განხორციელებული ღონისძიებები);
– სახელმწიფო საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობას შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე.
სასაზღვრო გამტარი პუნქტი (სგპ) – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი.
სასაზღვრო კონტროლი – სასაზღვრო შემოწმება, რისკების ანალიზი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოძიება, საბაჟო, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, სანიტარიული და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის კონტროლი.
სასაზღვრო შემოწმება – სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელებული შემოწმება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პირი, მისი სატრანსპორტო საშუალებ ა სა და/ან მფლობელობაში არსებულ ნივთებ თან ერთად , უფლებამოსილია შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან დატოვოს იგი.
საბაჟო კონტროლი – არსებული კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების გატარება იმ საქონელზე, რომელიც ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
სახმელეთო სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლი – სასაზღვრო - პოლიციური ღონისძიებების ერთობლიობა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში გარდა სგპ - ისა .
შიდაუწყებრივი თანამშრომლობა – თანამშრომლობა უწყების სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეს შორის მმართველობის ცენტრალური ორგანოდან უშუალოდ საზღვარზე მოქმედ ადგილობრივ ქვედანაყოფებამდე, აგრეთვე უწყების სხვადასხვა სამსახურებს შორის.
უწყებათშორისი თანამშრომლობა – თანამშრომლობა საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.
საერთაშორისო თანამშრომლობა – თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე საზღვრის ორივე მხარეს მოქმედ სამსახურებს, მეზობელი და სხვა ქვეყნების სასაზღვრო უწყებებსა და საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის საზღვრის ერთიანი მართვის ფორმატში, აგრეთვე თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
უწყება – საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოები.
რისკის ანალიზი – მონაცემთა შეფასება საფრთხის აღმოფხვრისა და კანონის დარღვევის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით.
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები.
დელიმიტაცია და დემარკაცია – სახელმწიფო იურისდიქციის გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით:
● სახელმწიფო საზღვრის ხაზის გამავლობის/ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკებზე მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია) ;
● სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით (დემარკაცია).
სგპ-ის კატეგორიები – სგპ-ების კლასიფიკაცია მათი სტატუსის, გამტარუნარიანობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
შემოკლებები:
სუამი – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა
ეუთო – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
ნატო – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
მსო – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია
ვმო – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
სგპ – სასაზღვრო გამტარი პუნქტი
FRONTEX – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
1. შესავალი
1.1. სტრატეგიის მიზანი
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიას (შემდეგში – სტრატეგია).
საქართველოს წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საზღვრის ეფექტიან მართვაზე. საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული გულისხმობს მტკიცე ინსტიტუციური ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობას და კონტრაბანდასთან, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით.
სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმების მიზანია ადამიანებისა და ტვირთების კანონიერი გადაადგილების ხელშეწყობა, კონტროლირებული და უსაფრთხო საზღვრების უზრუნველყოფა და მიგრაციული პროცესების მართვა და ანალიზი . ამისათვის კი აუცილებელია საზღვრის მართვაში მონაწილე ყველა უწყების თანამშრომლობა და კოორდინირებული ქმედება.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
1.2. სტრატეგიის საფუძველი
სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის გათვალისწინებით და დაფუძნებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებზე: საქართველოს კონსტიტუცია ზე , „ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონ ზე , ,, პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონ ზე , ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონ ზე , საქართველოს საგადასახადო კოდექს ზე , ,, საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წეს ებ ის შესახებ” საქართველოს კანონ ზე , ,, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონ ზე და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებ ზე , რომლებიც არეგულირებენ სასაზღვრო და საბაჟო საკითხებს. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთიან ი საზღვრის მართვის მოდელთან.
სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საზღვრის მართვის სტრატეგიული დოკუმენტები, ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე საქართველოს სპეციფიკა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
1.3. სტრატეგიის შინაარსი
სტრატეგია არის საზღვრის მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ასახავს სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებს, აყალიბებს სამოქმედო გეგმებსა და ამოცანებს. სტრატეგიის მიზანს რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება, ამოცანათა და ვალდებულებათა უკეთესად შესრულება, აგრეთვე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემის მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
წინამდებარე სტრატეგია არის საზღვრის მართვის სფეროში არსებული ყველა სტრატეგიისა და გეგმის საფუძველი. სტრატეგია აგრეთვე გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ნებას, განახორციელონ მასშტაბური რეფორმა. საქართველოს მთავრობა და საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე უწყებები სტრატეგიას ახორციელებს შესაბამისი გრძელვადიანი ღონისძიებებით, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფენ ფუნდამენტურ სახელმწიფო ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას და სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე შესაბამის რეაგირებას.
1.4. სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი
წინამდებარე სტრატეგია შეიმუშავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშეწყობის დროებითმა უწყებათშორისო კომისიამ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის დახმარებით.
ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია მიზნები, რომელთა მიღწევა დაგეგმილია 2008 – 2013 წლების განმავლობაში.
განვითარების სტრატეგიული მიზნები შესაძლოა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, საჭიროა იგი პერიოდულად გადაისინჯოს, რათა მუდმივად შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკას და მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
2. საზღვრის ერთიანი მართვის კონცეფცია
2.1. საზღვრის ერთიანი მართვის მიზნები
სტრატეგია ეფუძნება საზღვრის ერთიანი მართვის მოდელს. მისი მიზანია საზღვრის მართვაში მონაწილე შესაბამისი უწყებ ებ ის საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობა, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე საზღვრის მართვის ქმედითი და ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით. მან უნდა უზრუნველყოს ღია, მაგრამ კონტროლირებადი და უსაფრთხო საზღვრების პრინციპის დაცვა. საზღვრის ეფექტიანი მართვა სათანადოდ უნდა პასუხობდეს საზღვართან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს.
საზღვარი ღია უნდა იყოს ვაჭრობისთვის, ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებების ა და ტვირთების გადაადგილებისთვის, რაც ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამავდროულად, საზღვარი დაცული უნდა იყოს ყველა სახის უკანონო საქმიანობისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობას. აუცილებელია, რომ ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, მათ შორის , ტრეფიკინგთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა მიმდინარეობდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სახელმწიფო საზღვარზე.
საზღვრის მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა უნდა მოიცავდეს სასაზღვრო საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს: სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი , სასაზღვრო, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმების უზრუნველყოფა, სავიზო პროცედურები, თავშესაფრის საკითხები, ეკონომიკური უსაფრთხოება, ფულის მოძრაობის მონიტორინგი, საქონლის გადაადგილების პროცედურები, ეპიზო ო ტ ი ური უსაფრთხოება, ფიტოსანიტარ ი ული, ვეტერინარული და სანიტარ ი ული კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრებისა და მეწარმეთა უფლებების დაცვა, ნარკოტიკებთან, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, ტერორიზმთან და სხვადასხვა სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ადამიანთა ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, ასევე პირადი მონაცემების დაცვა, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სგპ-ის ერთობლივი გამოყენება.
მნიშვნელოვანია ასევე მონაცემთა ბაზების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები, რომლებიც საზღვრის ერთიანი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მონაცემთა ბაზების შექმნა და მათი გამოყენება კანონმდებლობით უნდა იყოს გამყარებული.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
2.2. საზღვრის ერთიანი მართვის მოდელი
საზღვრის ერთიანი მართვა ეფუძნება სასაზღვრო უსაფრთხოების კონტროლის მოდელს:
1. უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონტროლის სხვადასხვა ღონისძიებები ქვეყნის შიგნით (შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული და თანამიმდევრული ღონისძიებები);
2. სასაზღვრო კონტროლი;
3. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან (საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ყველა დონეზე);
4. პრევენციული ღონისძიებები მესამე ქვეყნებში.
საზღვრის ერთიანი მართვის მიზნების მისაღწევად საჭიროა:
● პრევენციული ზომების გატარება სავარაუდო საფრთხის წარმოშობის ქვეყანაში;
● სახელმწიფო უწყებების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის მიზნით;
● საზღვრის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება არა მხოლოდ უშუალოდ საზღვარზე, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა დაინტერესებული უწყების აქტიური მონაწილეობით;
● მეზობელ ქვეყნებთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა საერთო პრიორიტეტების განსაზღვრისა და შეთანხმებული მოქმედების მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
2.3. თანამშრომლობის სამი მიმართულება
საზღვრის ერთიანი მართვის მოდელი საზღვრის ეფექტური მართვის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ ყველა ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ოთხმაგი კონტროლის მოდელის ყველა რგოლში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობასა და კოორდინაციას და მოიცავს თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებას:
▪ შიდაუწყებრივი;
▪ უწყებათშორისი;
▪ საერთაშორისო.
2.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა
შიდაუწყებრივი მიმართულება გულისხმობს კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების ერთობლივ მუშაობას ერთი უწყების ფარგლებში. თანამშრომლობის ფორმა შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური:
ვერტიკალურია სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეზე მყოფ დანაყოფებს შორის თანამშრომლობა, ჰორიზონტალური – ერთი დონის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დანაყოფებს შორის. ორივე ამ ფორმის ეფექტურად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობათა ზუსტი განაწილება და ინფორმაციის მუდმივი გაცვლა.
2.3.2. უწყებათშორისი თანამშრომლობა
უწყებათშორისი მიმართულება გულისხმობს საზღვრის მართვაში მონაწილე სხვადასხვა უწყების ერთობლივ მუშაობას , ოპერატიული პერსონალის დონეზე, ასევე კომუნიკაციასა და კოორდინაციას შესაბამისი უწყებების ცენტრალურ ხელმძღვანელობას შორის.
უწყებათშორისი თანამშრომლობა მოიცავს სახელმწიფო საზღვარზე კოორდინირებულ საქმიანობას, ერთობლივ ღონისძიებებს, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ სწავლებებს, საერთო პასუხისმგებლობას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ერთობლივ გამოყენებას და ა.შ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
2.3.3. საერთაშორისო თანამშრომლობა
საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან აუცილებელია მგზავრთა გადაადგილების გამარტივებისათვის, ვაჭრობის ა და ტურიზმის ხელშეწყობისათვის, სგპ-ის ერთობლივი გამოყენებისთვის, ასევე ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და სპეციფიკურ ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან (ტრეფიკინგი, კონტრაბანდა) ბრძოლის ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად.
საერთაშორისო თანამშრომლობა შესაძლოა იყოს მრავალმხრივი და ორმხრივი , ხორციელდებოდეს როგორც სამთავრობო , ასევე უწყებრივ დონეზე. საერთაშორისო თანამშრომლობის ა თვის აუცილებელი დოკუმენტებია ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
3. სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარების ანალიზი
3.1. სახელმწიფო საზღვრის მოკლე ისტორია
საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა დიდ როლს ასრულებს ქვეყნის და მთლიანად შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – 1991 წლიდან, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გამოდის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტი.
საქართველოს დღევანდელი საზღვრები მისი ისტორიული წარსულითაა განპირობებული. თურქეთ ის რესპუბლიკასთან საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებულია. თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვარი დადგენილია „ საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის , თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ” 1992 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დანარჩენი ნაწილი მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთ ის ფედერაციასთან, აზერბაიჯან სა და სომხეთ ის რესპუბლიკებთან საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრის ფუნქციას ასრულებდა და დღემდე მისი დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა და შესაბამისად დემარკაცია არ განხორციელებულა.
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო პრაქტიკული მუშაობა მისი საზღვრების დადგენის მიზნით. ყველა მომიჯნავე ქვეყანასთან (თურქეთის რესპუბლიკის გარდა) შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები: რუსეთ ის ფედერაციასთან – 1993 წელს, აზერბაიჯან ის რესპუბლიკასთან – 1994 წელს, სომხეთ ის რესპუბლიკასთან – 1994 წელს. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ,, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის , საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის , აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისი ის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის № 208 ბრძანებულებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია. საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციასთან დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე თანამშრომლობა შეჩერებულია. სხვა მეზობელ ქვეყნებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
3.2. საქართველოს როლი რეგიონში
საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყნის მრავალ საერთაშორისო პროექტში ჩართვისა და მათში წამყვანი როლის მინიჭების მიზეზი გახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დროთა განმავლობაში საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია დაუბრუნა, რითაც რეგიონისთვის ქვეყნის უაღრესად დიდ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის აუზის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც შავი ზღვის სატრანსპორტო კომუნიკაციები აკავშირებს ევროპას აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან. გასათვალისწინებელია შავ ზღვაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული საერთო საზღვარი, 2007 წელს ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნული საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთბრუნვის ზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ რეგიონისადმი არალეგალური ბიზნესის წარმომადგენელთა და ტრანსნაციონალურ დამნაშავეთა დაინტერესების საფუძველი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელსაყრელი მდებარეობა ქვეყნის სწრაფი განვითარების წინაპირობაა, რაც თავის მხრივ ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის საფრთხეს ზრდის.
3.3. საფრთხეები და გამოწვევები
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ან შეზღუდული სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა მუდმივად გასათვალისწინებელი ფაქტორია.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკონტროლო სიტუაცია გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ასევე ქმნის ნოყიერ ნიადაგს კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულების ზრდისთვის , მათ შორის , ისეთი ტრანსნაციონალური დანაშაულების ათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებებით ა და იარაღით ვაჭრობა, ადამიანების გატაცება, გატაცებული ავტომობილებით ვაჭრობა, ყალბი ვალუტის შემოტანა და სხვა. ოკუპირებული რეგიონები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნ ე ს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელების ა და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მიზნით.
ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა. აღნიშნული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინების საფრთხესთან ერთად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების ინტენსიურ ფაზაში გადასვლა მ გამოიწვ იოს ისეთ ი კონკრეტულ ი საფრთხეებ ი, როგორიცაა, ლტოლვილთა ნაკადები და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება, კონტრაბანდისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდა. ასევე, საფრთხე შეექმნება კავკასიაში არსებული სატრანსპორტო და ენერგო-პროექტების სტაბილურ და შეუფერხებ ე ლ ფუნქციონირებას.
მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რთულად ხელმისაწვდომია. ყოველივე ეს საზღვრის მართვის ორგანოების მეტ ძალისხმევას მოითხოვს საზღვრისპირა რეგიონებში საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა სამართალდამცავ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ცალკეულ მთიან რეგიონებში მიმდინარე დეპოპულაციის პროცესი, რომელიც ართულებს საზღვრის მართვის ორგანოების მიერ საზღვრის დაცვის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას.
გარდა ამისა, საზღვარზე არსებულ საფრთხეებს ა და გამოწვევებს შორის გასათვალისწინებელია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობა, ზვავი, ტყის ხანძარი და მეწყერი. საზღვრისპირა რეგიონებში არსებული რთული ბუნებრივი პირობები ართულებს ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების პრევენციას, ისევე, როგორც რეაბილიტაციისა და ზიანის დროული ლიკვიდაციის პროცესს. ამ დენად , საზღვრის მართვის ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციებისათვის და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.
ასევე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის აუცილებელია ფიზიკურ პირთა და ინვესტიცი ებ ის მოზიდვის მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საზღვრის შეუფერხებელი კვეთის ქმედითი მექანიზმის შექმნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
3.4. გეოგრაფიული მონაცემები
საქართველოს ტერიტორიის ფართობია 69,7 ათასი კმ2, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძეა 2148 კმ , აქედან სახმელეთო საზღვრისა – 1839 კმ - ია , ხოლო საზღვაო სივრცის სანაპირო ზოლისა – 309 კმ .
| საზღვრის მონაკვეთი | სახმელეთო საზღვრის სიგრძე (კმ) |
| რუსეთის ფედერაციასთან | 894 |
| აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან | 44 6 |
| სომხეთის რესპუბლიკასთან | 224 |
| თურქეთის რესპუბლიკასთან | 2 75 |
შენიშვნა: ამ პუნქტში მოცემული მონაცემები მიახლოებითია. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაზუსტდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
3.5. სასაზღვრო გამტარი პუნქტები
საქართველოში არის 18 მოქმედი სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტი (მათ შორის – 2 საზღვაო, 2 სარკინიგზო, 3 საჰაერო, 11 საავტომობილო), აქედან საერთაშორისო მნიშვნელობისაა 15 გამტარი პუნქტი, 3 – სახელმწიფოთაშორისი გამტარი პუნქტი.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ფუნქციონირებს შემდეგი სგპ-ები [1] :
| სგპ | მოსაზღვრე ქვეყანა | კატეგორია/სტატუსი |
| ● სარფი | თურქეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● ვალე | თურქეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● ნინოწმინდა | სომხეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● გუგუთი | სომხეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● ახკერპი | სომხეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი |
| ● სადახლო | სომხეთის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● სადახლო | სომხეთის რესპუბლიკა | სარკინიგზო/ საერთაშორისო |
| ● წითელი ხიდი | აზერბაიჯანის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● ვახტანგისი | აზერბაიჯანის რესპუბლიკა | საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი |
| ● სამთაწყარო | აზერბაიჯანის რესპუბლიკა | საავტომობილო/ სახელმწიფოთაშორისი |
| ● ცოდნა | აზერბაიჯანის რესპუბლიკა | საავტომობილო/ საერთაშორისო |
| ● გარდაბანი | აზერბაიჯანის რესპუბლიკა | სარკინიგზო/ საერთაშორისო |
| ● ყაზბეგი/დარიალ ი | რუსეთის ფედერაცია | საავტომობილო/ საერთაშორისო |
საერთაშორისო აეროპორტებია:
● თბილისი;
● ბათუმი;
● ქუთაისი/სენაკი.
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურები ა :
● ბათუმის საზღვაო ნავსადგური ;
● სუფსის საზღვაო ნავსადგური ;
● ფოთის საზღვაო ნავსადგური ;
● ყულევის საზღვაო ნავსადგური .
საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებულ სგპ-ებს ამჟამად ვერ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. თუმცა ამ მონაკვეთების საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგი მაინც ხორციელდება.
საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებული სგპ-ებია:
● განთიადი (სარკინიგზო);
● განთიადი ( საავტომობილო);
● როკი (საავტომობილო).
საზღვაო პორტებია:
● სოხუმი;
● ოჩამჩირე.
აღნიშნული სგპ-ების სტატუსი განისაზღვრება ამ რეგიონებში საქართველოს დე-ფაქტო იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
4. სტრუქტურული მოწყობა
4.1 დროებითი უწყებათაშორისი კომისია
საზღვარზე განსახორციელებელ სამუშაოთა სირთულიდან გამომდინარე, საზღვრის მართვის ორგანოებს სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერა ესაჭიროება. საზღვრის ერთიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის და ამ ორგანოთა ეფექტიანი კოორდინირებისათვის, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი საუწყებათაშორისო დროებითი კომისია, რომელიც აქტიურად ერთვება ამ პროცესში. დროებითი კომისიის უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული ბრძანებულებით.
4.2. საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები
საზღვრის მართვაში ჩართული უწყებები არიან:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის გამოძიება და აღკვეთა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, იმ უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება. „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის სამართალდამცავი ორგანო სპეციალური სამსახურის ფუნქციებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო (კონტრსადაზვერვო) საქმიანობის, ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უფლებამოსილებანი.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, საზოგადოების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ქონების დაცვა; საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი და ა.შ.
2009 წლის იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ სგპ-ებში სასაზღვრო რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდეგში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი). სგპ-ებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა ინსპექტირება, საქართველოს ვიზის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში ტრეფიკინგის, კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის , ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების უკანონო გადაადგილებ ისა და კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქ მედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა , ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობ ა დანაშაულ ის გამოვლენა-აღკვეთის ა და თავიდან აცილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეებ ის გამოძიებ ა და ადმინისტრაციული საქმისწარმოებ ა, საერთაშორისო აეროპორტებისა და ნავსადგურების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველ მ ყოფ ღონისძიებათა კონტროლ ი და კოორდინაცია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საზღვრის რეჟიმის დაცვის მიზნით სგპ-ებში ახორციელებს შესაბამისი სამსახურ ებ ის საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობ ი თ განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საპატრულო პოლიცი ის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სასაზღვრო წარმომადგენლობით საქმიანობას, შეიმუშავებენ სასაზღვრო რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს და ახორციელებენ კონტროლს მათ შესრულებაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ - ტექნიკური დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასაზღვრო უსაფრთხოების საინფორმაციო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კოორდინირებას უწევს საინფორმაციო სისტემების, საკომუნიკაციო ქსელების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და მათ განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის მართვას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ოპერატიულად უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი ორგანოების ინფორმირებას ძებნილი და სასაზღვრო კონტროლზე აყვანილი პირების შესახებ. სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე აქტიურადაა ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი) , ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) და სხვა ორგანოები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და გამოძიებას. სგპ-ებში და საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდეგში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური) .
2006 წლის 2 9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ”, რომლის საფუძველზეც შეიქმნა წინაპირობა საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო დეპარტამენტის გასაერთიანებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში.
2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს – საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ”, რაც განპირობებული იყო გადასახადების, საზღვრის კვეთის ადმინისტრირების სფეროში კონტროლზე დამყარებული მიდგომიდან თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლით. შესაბამისად , ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციის ფუნქციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ხოლო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ფუნქციას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ეკონომიკურ საზღვარს, რათა დაიცვას საქართველოს ბაზარი, ეკონომიკა და მოსახლეობა. მისი ფუნქციაა საქონლის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება სგპ-ებში და კონტროლის სხვა ზონაში, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევ ებ ის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმპორტის ა და ექსპორტის გადასახდელების, აგრეთვე სხვა სახის გადასახადების ადმინისტრირებას; ატარებს პრევენციულ და საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებებს რისკის ანალიზის საფუძველზე; აწარმოებს საქონლის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას; ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ და სანიტარიულ კონტროლს საქონლის შემოტანისას და გატანისას, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ა და სავალუტო კონტროლს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებ ენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ს სახმელეთო ჯარები.
საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის სამხედრო ძალების შემადგენლობაში და უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა მართვასა და კოორდინაციას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობას საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს ვიზების გაცემის საკითხებს, გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს, კოორდინაციას უწევს დეპორტირებულთა დაბრუნებას და ძებნილ პირთა მიერ საქართველოში შემოსვლას, გასცემს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, შეისწავლის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს , ასევე კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მიგრაციული პროცესების მართვაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მოამზადოს და აწარმოოს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაციისა და დემარკაციის, სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და სასაზღვრო ნიშნების, სგპ-ების სამართლებრივი სტატუსისა და სხვა შესაბამის საკითხებზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ბინადრობის ნებართვის გაცემის, უცხოელთა საქართველოდან გაძევების, უცხოელთათვის საქართველოდან გასვლის ვადის გაგრძელების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაზე, ამზადებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საჭირო მასალებს და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს საქართველოს ორდინალური ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელებზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №586 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილთა, თავ შ ესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებას, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნასა და სოციალურ დაცვას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება № 921 - სსმ III, № 151 , 18 . 11 .20 10 წ ., მუხ . 2139
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები
5.1. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია
5.1.1.მიზნები
მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს , ვინაიდან აღნიშნული პროცესის გაჭიანურება არა მხოლოდ საზღვრის მართვაზე ახდენს გავლენას, არამედ საფრთხეს უქმნის მთელი ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. აქედან გამომდინარე, საზღვრებზე საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სომხეთ ისა და აზერბაიჯან ის რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების მიზნით. რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაციის ა და დემარკაციის პროცესი გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.1.2. არსებული ვითარება
სახელმწიფო საზღვარი დადგენილია და სამართლებრივად გაფორმებულია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან. შესაბამისი სახელმწიფო კომისია აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვა მოსაზღვრე სახელმწიფო ებ თან. სომხეთ ის რესპუბლიკასთან სასაზღვრო მონაკვეთის 71%, ხოლო აზერბაიჯან ის რესპუბლიკასთან – 66% უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, სადელიმიტაციო კომისიების ა და ექსპერტთა ჯგუფების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი საზღვრის 86% . 2008 წ ე ლს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს მიღწეულ შეთანხმებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.1.3. წინადადებები/რეკომენდაციები
შესაბამისმა სახელმწიფო კომისიამ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასასრულებლად.
მეზობელ სახელმწიფოებთან უნდა შემუშავდეს და გაფორმდეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.2. საკანონმდებლო და ნორმატიული ჩარჩოები
5.2.1. მიზნები
ახალი კანონმდებლობის შემუშავების მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის თანმიმდევრული განხორციელება. ყველა სამართლებრივი დოკუმენტი , განსაკუთრებით კი ის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ინფორმაციის დაცვასთან, ძალის გამოყენებასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობასთან , უნდა შემუშავდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე.
შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება აუცილებელია წარმატებული უწყებათაშორისი თანამშრომლობისთვის . კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და გადანაწილდეს ფუნქციები ს აზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებს შორის .
უნდა შემუშავდეს საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობის წესები . შესაბამისი ნორმატიული აქტებით უნდა დადგინდეს თითოეულ დონეზე თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი მუშაობისა და სწავლების, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის საერთო გამოყენების ფორმები. უნდა შეიქმნას სამართლებრივ ი ბაზა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის სათანადო პროცედურების შესამუშავებლად.
პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანო თა ურთიერთ თანამშრომლობის დოკუმენტები.
საზღვაო საზღვრის მართვის გასაუმჯობესებლად საჭიროა საქართველოს საზღვაო სივრცეში მოქმედ უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია .
საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვრის მართვის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, საზღვრის მართვის ორგანოებმა უნდა განაგრძონ მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმების ძიება და ძველის დახვეწა. საქართველო გეგმავს თანამშრომლობას აზერბაიჯან ის , თურქეთ ის და სომხეთ ის რესპუბლიკებთან საზღვრის ერთობლივი გამოყენების პრინციპის საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.2.2. არსებული ვითარება
სასაზღვრო სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ , საქართველოს კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულება და სხვა ნორმატიული აქტები. კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით მუშავდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს შორის საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის დოკუმენტი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ერთი უწყების მიერ სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება.
საერთაშორისო თანამშრომლობის რესურსები ბოლომდე არ არის გამოყენებული, თუმცა ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა. გაფორმდა სასაზღვრო სფეროში შეთანხმებები ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან და სამუშაო შეთანხმება FRO NTEX-თან. 2011 წლის ნოემბერში სომხეთ ის რესპუბლიკასთან ხელი მოეწერა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას . აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებულია სხვა მეზობ ე ლ ქვეყნებთანაც .
2011 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელშიც გაერთიანებულია საგადასახადო და საბაჟო საკითხები , ასევე მიღებულია ერთიანი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთ ასთან დაკავშირებულ საკითხებს .
საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის ა თვის და რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად მოდერნიზირდება და შენდება სგპ-ები, არსებულ სგპ-ებზე საქონლის გადამზიდ ავი სატრანსპორტო საშუალებ ებ ის მიმართ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ერთი სარკმლის ა და ერთი გაჩერების პრინციპზე დაყრდნობით. სამართლებრივი საფუძველი („სარფი”, „კარწახი” და „ახალციხე” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება; „საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი) შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკ ის საზღვარზე მდებარე სგპ-ების ერთობლივ ი გამოყენებ ისათვის . ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმება ინიცირებულია აზერბაიჯან ის რესპუბლიკასთან , სომხეთ ის რესპუბლიკასთან , უკრაინასთან, ბულგარეთ ის რესპუბლიკასთან და რუმინეთთან. სუამ-ის ფარგლებში ხელი მოეწერა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და უკრაინის საბაჟო ადმინისტრაციას შორის სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ი საქონლისა და სატრანსპორტო საშულებებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შეთანხმებას. საქართველო მიუერთდა საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიების ა და აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო კონვენციას. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების ხელშეწყობის მიზნით ევროკომისიასთან შეთანხმდა „სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია“. ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებას, რაც რუსეთის ფედერაციასთან საქართველოში შემოსული საქონლის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.2.3. წინადადებები/რეკომენდაციები
ეროვნული
დამატებით შესამუშავებელია სამართლებრივი დოკუმენტები შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებების ელექტრონულ მონაცემთა ბაზები თ ერთობლივი სარგებლობის რეგულირება.
საერთაშორისო
მიზანშეწონილია კომპეტენტურმა ორგანოებმა სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შეიმუშაონ ორმხრივი შეთა ნ ხმებები :
– სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ;
– სგპ-ების ერთობლივი გამოყენების შესახებ;
– სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.3. თანამშრომლობა
5.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა
მიზნები
საზღვრის მართვაში ჩართულ შესაბამის უწყებ ებს უნდა ჰქონდე თ ინფორმაციული უზრუნველყოფის, ანალიზისა და სამსახურებრივი პროცედურების ჩამოყალიბებული შიდაუწყებრივი მექანიზმი.
არსებული ვითარება
2007 წლიდან სახმელეთო საზღვარზე განლაგებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებს აქვ თ სტანდარტული სამოქმედო წესები, რომლებიც შემუშავდა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ჯგუფის დახმარებით. მოსამსახურეთა ფუნქციები და ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შემუშავებულია პროცედურული სახელმძღვანელო, ხორციელდება სგპ-ების ა და გაფორმების ეკონომიკური ზონების ვიდეო მონიტორინგი. ამასთან, დასახვეწია საფრთხეების შეფასებისა და რისკის ანალიზის სისტემა .
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, მათი რეგიონუ ლ ი სამმართველოები, აგრეთვე სგპ-ები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. მიმდინარეობს და 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება დაცული რადიოსაკომუნიკაციო სისტემის შექმნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყველა დონეზე ხმოვანი ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი დანაყოფები ჩართულია ერთიან საინფორმაციო სისტემაში.
ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მისი ქვედანაყოფების ჩართვა ერთიან საინფორმაციო სისტემაში.
წინადადებები/რეკომენდაციები
აუცილებელია ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
აუცილებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინ ის ტროს საიმედო შიდა საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, რომელიც სხვადასხვა დონეზე ყველა სახის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლასა და მონაცემთა ბაზებთან ინტერაქტიულ მუშაობას უზრუნველყოფს.
საჭიროა გამოცდილების გაზიარება, მოსამსახურეთა როტაცია და ერთობლივი ტრენინგების ჩატარება შიდაუწყებრივი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.3.2. უწყებათაშორისი თანამშრომლობა
მიზნები
საზღვრის მართვის ეფექტ იანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შესაბამისი უწყებ ებ ის თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. აღნიშნულის მიზანია არსებული სახელმწიფო რესურსებისა და საშუალებების ეფექტ იანი გამოყენება, ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სამსახურების უფლებამოსილებ ების (ფუნქცია/მოვალეობების) დუბლირების თავიდან აცილება.
გასათვალისწინებელია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცებაში კერძო სექტორის ჩართვ ის საკითხი. ამ მიზნით საჭიროა შემუშავდეს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში დაინტერესების მექანიზმები.
საჭიროა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი უწყებათ ა შორისი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ერთ უწყებას უნდა შეეძლოს სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება.
არსებული ვითარება
ბოლო პერიოდში საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებ ების თანამშრომლობა გაუმჯობესდა, თუმცა სრულყოფილი სახე არ მიუღია. შემუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ებ ის ერთობლივი ბრძანებები თანამშრომლობის წესების შესახებ, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობ ი ს საკითხებს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ასევე, მიღებულია რიგი ნორმატიული აქტები, რომლ ებ ითაც რეგულირდება ურთიერთობ ები სხვადასხვა უწყებებს შორის საზღვრის მართვის სფეროში. მათ შორის, დარეგულირდა უწყებათაშორის ი ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ურთიერთკავშირის ა და ურთიერთდაშვების სამართლებრივი მექანიზმები.
წინადადებები/რეკომენდაციები
საზღვრის მართვის უწყებებს შორის შემუშავდეს თანამშრომლობის წესები , რომლებიც უნდა მოიცავდ ნენ თანამშრომლობის სფეროებსა და ფორმებს , ინფორმაციის გაცვლ ი ს, ერთობლივ ი ტრენინგ ი ს, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ერთობლივ ი გამოყენებ ი ს საკითხებს.
შემუშავდეს და დამტკიცდეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის ზღვაზე კრიზისული სიტუაციების მართვის წესის შესახებ , აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სავიზო საკითხებთან დაკავშირებით ელექტრონულ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მართვის შესახებ.
საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა სავიზო და უცხოელთა საკითხებზე მომუშავე უწყებებს შორის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), რაც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ტრენინგსა და საკონტაქტო პირების არსებობას. მსგავსი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა საელჩოებში მეკავშირე ოფიცრის დანიშვნა.
აუცილებელია თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების რეგულირება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოსცე ნ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი ბრძანება, რომელშიც უნდა აისახოს:
● თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ საზღვარზე შესაბამისი პროცედურების ჩატარების წესი;
● აღნიშნულ უწყებათა შორის ინფორმაციის გაცვლის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებულება № 921 - სსმ III, № 151 , 18 . 11 .20 10 წ ., მუხ . 2139
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.3.3. საერთაშორისო თანამშრომლობა
მიზნები
საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რომლის მიზანია ღია, გამჭ ვ ირვალე და დაცული საზღვრების არსებობა. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით საუკეთ ე სო პრაქტიკის გაზიარების მიზნით პროცედურების გამარტივება, ჰარმონიზება და საზღვრის მართვის სფეროში განსახორციელებ ე ლ ღონისძიებათა ეფექტიანობის ამაღლება. ამ მხრივ , დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე არალეგალურ ი მიგრაციისა და მოქალაქეთა რეინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობა.
ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების გზით.
მოსაზღვრე ქვეყნებთან პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის ამაღლება ინფორმაციის გაცვლის და თვალთვალის ერთობლივ ღონისძიებათა მეშვეობით. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მოიაზრებოდეს აგრეთვე სგპ-ების ერთობლივი გამოყენება.
არსებული ვითარება
საქართველო მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობს სხვადასხვა ორგანიზაციების ა და კონფერენციების ფარგლებში, ( ეუთო, ვმო, ბისეკი, მსო, სუამ-იმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, შიოფოკის კონფერენცია და ბუდაპეშტის პროცესი, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაცია ) . აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა აღმოსავლეთის პარტნიორობისა და პარტნიორობა მობილურობის ინიციატივებს. 2010 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხმელთაშუა, შავი ზღვისა და სხვა ქვეყნების (26 ქვეყანა) სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ტრანსრეგიონული საზღვაო ქსელის დაფუძნების შესახებ ოპერაციული შეთანხმება. ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბს შორის ოპერაცია „ აქტიური ძალისხმევის“ განხორციელებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმი.
შეთანხმდა FRO NTEX-თან თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა, რომელიც განხორციელების პროცესშია.
ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.
2010 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (U NDP) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამას – საზღვრის ერთიანი მართვა სამხრეთ კავკასიაში (SCIBM) .
წინადადებები/რეკომენდაციები
აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება ნატოს, ეუთო-სა და ევროკავშირთან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში. მნიშვნელოვანია ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ.
მიზანშეწონილია ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები ს დადება, რომლებიც მოიცავენ საზღვრის დაცვის რეჟიმს, საზღვრის მოვლ ისა და სხვა შესაბამის ასპექტებს.
საჭიროა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, სადაც შემუშავდება თანამშრომლობის გეგმები.
მნიშვნელოვანია გაიზარდოს სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის როლი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირებაში, რათა არ მოხდეს მათი გადაზრდა სახელმწიფო მნიშვნელობის უთანხმოებაში. სასაზღვრო წარმომადგენელ მა – სასაზღვრო კომისარ მა კომპეტენციის ფარგლებში უნდა :
● მიიღოს ზომები სასაზღვრო ინციდენტების გადასაჭრელად;
● გადაწყვიტოს საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები;
● ჩაატაროს ერთობლივი გამოძიება;
● ჩაატაროს დაუგეგმავი კონსულტაციები;
● გაცვალოს ინფორმაცია;
● ჩაატაროს ღონისძიებები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე (მეთვალყურეობა) და კოორდინირება გაუწიოს გამოცდილების გაზიარებას;
● არეგულიროს სგპ-ებს შორის თანამშრომლობა.
● სგპ-ების ერთობლივი გამოყენების პრინციპის შესაბამისად , მნიშვნელოვანია :
● სგპ-ებს შორის საკომუნიკაციო სისტემის არსებობა;
● საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ინციდენტების მოგვარება ;
● სგპ-ების ხელმძღვანელების რეგულარული შეხვედრები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.4. მართვა და ორგანიზაცია
5.4.1. მიზნები
უწყებ ების სტრუქტურა და მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არ მოხდეს სხვა უწყებათა საქმიანობის დუბლირება.
საზღვრის მართვის ორგანოებს ადმინისტრირების თითოეულ დონეზე უნდა ჰქონდე თ შესაბამისი უფლებამოსილება, რათა შეასრულო ნ მა თ ზე დაკისრებული მოვალეობები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.4.2. არსებული ვითარება
2009 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც სგპ-ები დაექვემდებარა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და ინტეგრირება მოხდა სქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციაში დარჩა სახმელეთო საზღვრის დაცვა და საზღვაო სივრცის კონტროლი.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაერთიანდა სექტორები და სამმართველოები. ადმინისტრაციული თანამდებობების შემცირების ხარჯზე გაიზარდა უშუალოდ საზღვრის დაცვით დაკავებულ მოსამსახურეთა რაოდენობა. დღეისათვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სრულად არის გადასული საკონტრაქტო სისტემაზე.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შეიქმნა გაფორმების ცენტრალიზებული დეპარტამენტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ზონა წარმოადგენს საქართველოსთვის უპრეცედენტო სიდიდის გაფორმების ადგილს, სადაც ერთი გაჩერების პრინციპით მაქსიმალურად მცირე დროში ხორციელდება საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული ოპერაციები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.4.3. წინადადებები/რეკომენდაციები
შიდაუწყებრივი თანამშრომლობა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ადმინისტრაციული ფუნქციების დელეგირება რეგიონულ სამმართველოებზე.
ამასთან, უნდა გაუმჯობესდეს სპეციალური ოპერატიულ-სამძებრო, დაზვერვის და რისკის ანალიზის სამსახურების საქმიანობა.
უწყებათაშორისი დონე
სასაზღვრო კონტროლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული ზომების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ეფექტიანი უწყებათ ა შორისი თანამშრომლობისთვის უწყებათ ა შორისი მუშა ჯგუფის შექმნა.
საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების რეგიონულ ორგანოებს უნდა ჰყავდეთ საკონტაქტო პირები სხვა უწყებებიდან.
საერთაშორისო დონე
მეზობელ ან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მეკავშირე ოფიცრის ინსტიტუტი. მეკავშირე ოფიცერი საჭიროებისამებრ შეიძლება დაინიშნოს საელჩოებ ში ან საკონსულოებში.
მეკავშირე ოფიცერი უფლებამოსილი იქნება:
● ინფორმაციის მოძიებასა და გაცვლაზე საზღვრის მართვის ორგანოებისთვის დახმარების გაწევის მიზნით;
● ინფორმაციის შეფასებაზე;
● ადგილსამყოფელი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებსა და საიმიგრაციო სამსახურებთან ურთიერთობების დამყარებაზე;
● რეადმისიის პროცესის ხელშეწყობაზე;
● კონსულტაციების გაწევაზე სასაზღვრო საკითხებში საელჩოებისა და საკონსულოებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.5. სასაზღვრო კონტროლი
5.5.1. სასაზღვრო გამტარი პუნქტები
მიზნები
სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემაში სგპ-ების დანიშნულებაა მგზავრთა, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა საზღვარზე. ამავდროულად, სგპ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს ნებისმიერი სამართალდამრღვევისთვის.
არსებული ვითარება
სგპ-ებზე საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტებია საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულება.
შემუშავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრთა ერთობლივი ბრძანება, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის წესებს.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ზრდის ქვეყნის ტერიტორიის ნარკოტრანზიტის ა და არალეგალური მიგრაციის პოტენციურ მარშრუტად გამოყენების რისკებს. ამ სახის დანაშაულის გახსნის ფაქტების რაოდენობა შედარებით მცირეა. მიზეზად კი სახელდება ტექნიკური საშუალებების, სატვირთო სკანერების ა და გაწვრთნილი ძაღლების ნაკლებობა.
წინადადებები/რეკომენდაციები
სგპ-ების გარდა სხვა ადგილებში განსაკუთრებულ ი შემთხვევებ ისათვის (საძოვრებზე გადარეკვა, საზღვრისპირა მშენებლობები, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ა.შ.) მიზანშეწონილია შემუშავდეს საზღვრის გადაკვეთის კოორდინირებული და მარტივი პროცედურები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საზღვარზე ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას, მის მეთოდებსა და ბრძოლისათვის საჭირო აღჭურვილობას.
უ ნდა გაუმჯობესდეს ყალბი საბუთების აღმოჩენის ტექნიკური შესაძლებლობები, კერძოდ, მოხდეს ნიმუშთა ბაზის შექმნა, სგპ-ების და ცენტრალური ლაბორატორიის სათანადოდ აღჭურვა.
გაგრძელდეს მობილური სასაზღვრო შემოწმების განხორციელება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.5.2. სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლი
მიზნები
გაიზარდოს საქართველოს სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვისა და კონტროლის ეფექტ იანობა . ეს უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად პროფესიონალურად და ეფექტიანად.
საზღვრები დახურული უნდა იყოს კრიმინალური და ნებისმიერი სხვა საქმიანობისათვის , რომელიც ქვეყანასა და რეგიონში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას .
არსებული ვითარება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში ( გარდა სგპ - ისა ) ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია . 2006 წელს დასრულდა საზღვრის დაცვა წვევამდელთა მონაწილეობით . მიმდინარეობს სასაზღვრო სექტორების მუდმივი დისლოკაციის ადგილმდებარეობის განსაზღვრა .
გამართული ინფრასტრუქტურის ( შენობები , საპატრულო გზები და ბილიკები , სათვალთვალო კოშკურები , საინჟინრო ღობურები , საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები ), სატრანსპორტო საშუალებებისა და სასამსახურო ცხოველების ნაკლებობა ხელს უშლის სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების ეფექტ იანად განხორციელებას .
აღსანიშნ ა ვია , რომ 200 9 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სასაზღვრო ავიაცია (რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახმელეთო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში) გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში . დღეისათვის ავიაცია ძირითადად გამოიყენება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა როტაციის , მათი სურსათით ა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველსაყოფად .
წინადადებები/რეკომენდაციები
შემუშავდეს და დამონტაჟდეს სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის ფარგლების აღმნიშვნელი ნიშნები ;
გაუმჯობესდეს სასაზღვრო ინფრასტრუქტურა ;
მთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში სასაზღვრო თვალთვალი განხორციელდეს ავიაციის მეშვეობით;
სახელმწიფო საზღვრის მაღალი რისკის მონაკვეთებზე გამოყენებულ იქნეს საინჟინრო ღობურები , სათვალთვალო კოშკურები და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები ;
საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის მიზნით აუცილებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების აღჭურვა წყალქვეშა დაკვირვების სისტემებით , ასევე ( ოპერატიული მართვის სამსახურის , საკომანდო განყოფილებებისა და სანაპირო დაცვის სადგურების ) მძლავრი , შორი ხედვის თერმო - ოპტიკური კამერებით , რომელთა გამოყენება საზღვაო სივრცის მონიტორინგის ერთ - ერთი აუცილებელი კომპონენტია .
სახელმწიფო საზღვრის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს რისკების ანალიზს ;
აუცილებელია ურთიერთნდობის ამაღლება საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის .
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.6. სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი
5.6.1. მიზნები
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სგპ-ში შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტ იანი სანიტარ ი ული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარ ი ული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი.
გაუმჯობესებული უწყებათაშორისი თანამშრომლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის უზრუნველყოფს ეფექტიან სანიტარიულ, ვეტერინალურ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.6.2. არსებული ვითარება
2007 წლი დან 2011 წლამდე მოქმედებდა საქართველოს საბაჟო კოდექსი, რომელმაც გააუქმა ორსაფეხურიანი კონტროლის სისტემა. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ.
ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით, 2009 წლის 1 იანვრიდან დაინერგა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შემდეგი პროცედურები: დოკუმენტური შემოწმება, იდენტურობის შემოწმება, ფიზიკური შემოწმება (ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის). მონიტორინგის გეგმის შესაბამისად დაინერგა შემცირებული სიხშირით ნიმუშის აღება და ფიზიკური შემოწმება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარული, ფიტოსანიტარ ი ული და ჰიგიენური სერტიფიკატების გაცემას , ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარ ე ული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემას.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.6.3. წინადადებები/რეკომენდაციები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განავითარონ სგპ-ზე არსებული ვეტერინარული და ფიტოსანიტარ ი ული სამსახურებისთვის სტანდარტული საქმიანობის პროცედურები, ასევე დანერგონ კონტროლის ელექტრონული სისტემები.
ოპტიმიზირებულ იქნეს სანიტარ ი ულ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარ ი ულ კონტროლს და ქვემდებარე ბული საქონლის ჩამონათვალი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს , აუცილებელია დაინერგოს რეგულარული სწავლების სისტემა წინასწარ შედგენილი გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.7. ადამიანური რესურსები და სწავლება
5.7.1. საკადრო პოლიტიკა
მიზნები
საზღვრის მართვის ორგანოების მუშაობა ემყარება პროფესიონალიზმს, საიმედოობასა და თანამშრომლობას. სასაზღვრო კონტროლი უნდა განახორციელონ სათანადოდ გაწვრთნილმა პროფესიონალებმა. ამისათვის საჭიროა სასაზღვრო კონტროლის სტრუქტურებში შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარება.
საკადრო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა ფაზას მოსამსახურის სამსახურში მიღების დღიდან კარიერის დასრულებამდე, აგრეთვე უნდა მოხდეს მათი პროფესიული ზრდ ისა და კარიერული წინსვლის წახალისება .
საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციის დაუშვებლობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და კარიერული წინსვლის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.
არსებული ვითარება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღება ხდება საჯარო კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. წარმატებული კურსდამთავრებულები სამსახურში მიიღებიან გამოსაცდელი ვადით ან გადიან სტაჟირებას და მათი სამსახურში მიღება ხდება სტაჟირების შედეგები ს გათვალისწინებით .
წინადადებები/რეკომენდაციები
უნდა შემუშავდეს კარიერის განვითარების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს კადრების მართვის სისტემის მოდერნიზებას. აღნიშნულმა სისტემებმა უნდა განსაზღვრონ კარიერული წინსვლის მიმართულებები და მოთხოვნები.
მაღალმთიან და რთულ კლიმატურ პირობებში მომსახურეთათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი პრივილეგიები.
უნდა გაგრძელდეს პრევენციული ხასიათის ანტიკორუფციული ზომები, რომლებიც ითვალისწინებ ენ სოციალურ გარანტიებს, ფინანსურ წახალისებას, ხშირ როტაციას ა და შიდა ინსპექტირებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.7.2. საგანმანათლებლო და ტრენინგების სისტემა
მიზნები
მნიშვნელოვანია განათლებისა და ტრენინგის ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც ყველა კატეგორიის თანამშრომლისათვის სასარგებლო იქნება მთელი კარიერის განმავლობაში. აღნიშნული სისტემა მოიცავს ძირითად ტრენინგ ს , კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ სა და ადგილზე ტრენინგ ს . ძირითადი ტრენინგის გავლის შემდეგ სასაზღვრო უწყების თითოეულ მოსამსახურეს უნდა შეეძლოს საზღვარზე ოპერატიული ამოცანების შესრულება და იცოდეს საზღვარზე მოქმედი უწყებების მუშაობის წესი.
კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი საშუალებას იძლევა მოსამსახურეები მომზადდნენ უფრო სერიოზული ამოცანებისათვის და შესაბამისად მაღალი თანამდებობისათვის.
მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანია მოსამსახურეებისთვის ტრენინგების ჩატარება, რათა მათი მომზადების დონე შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს , აგრეთვე თითოეული მოსამსახურის ტრენინგებში მონაწილეობის ვადების გაწერა.
არსებული ვითარება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიაში (შემდეგში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) ხორციელდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და მოსამსახურეთა სპეციალური საბაზისო მომზადება და გადამზადება. ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურების კუთხით უტარდებათ საერთო ტრენინგი. ქ . ბათუმის სამოქალაქო საზღვაო აკადემიის ბაზაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კოორდინაციითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების სპეციალიზებული კურსები.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ცალკეულ სფეროში გადამზადება.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალური და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსები. თუმცა დღეისათვის მიმდინარე სწავლებები ფრაგმენტულია, რადგან არ არსებობს სასაზღვრო უწყების კადრების მომზადების ერთიანი სისტემა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ახალი, ყოვლისმომცველი სწავლებისა და კადრების მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
წინ გადადგმული ნაბიჯია სასაზღვრო პოლიციური ტრენინგისთვის ძირითადი სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და შესაბამისი ტრენერების მომზადება. აღნიშნული პროგრამებისა და სახელმძღვანელოების საფუძველზე ხორციელდება სასაზღვრო პოლიციური სწავლებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.
ასევე აღსანიშნავია FRONTEX-თან სასწავლო სფეროში თანამშრომლობა. FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების ,,საერთო სასწავლო სახელმძღვანელოების” (Commo№ Core Curriculum) პროექტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მესაზღვრეებისათვის ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ერთიანი სასწავლო სახელმძღვანელოს შემუშავებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის FRONTEX-ის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა და ქართულ ენაზე ითარგმნა კინოლოგთა სასწავლო სახელმძღვანელო – „სასამსახურო ძაღლის გაწვრთნის ზოგადი სტანდარტები“ შესაბამისი პრაქტიკული მასალებით.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების მოსამსახურეთათვის შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე ტარდება სპეციალური სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები რეგიონულ დონეზე (ადგილზე) სტრუქტურული ქვედანაყოფების გეოგრაფიული მდებარეობისა და მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გათვალისწინებით.
სასაზღვრო სფეროში არსებულ სასწავლო გეგმებში გათვალისწინებულ იქნა საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე სხვა უწყებათა ფუნქცია-მოვალეობათა და ინგლისური ენის პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა.
წინადადებები/რეკომენდაციები
აუცილებელია ყველა უწყებამ შეიმუშაოს და განაახლოს ტრენინგის გრძელვადიანი გეგმა, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:
● ყველა სახის ტრენინგისათვის სასწავლო პროგრამისა და მასალის შემუშავება და დროული განახლება ;
● ტრენინგის შინაარსის შესაბამისობა ოპერატიულ ამოცანებთან ;
● უცხო ენის შესწავლა (სგპ-ებზე სასურველია იყვნენ მოსამსახურეები, რომლებიც ფლობენ მეზობელი ქვეყნისა და სხვა უცხო ენებს );
● საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე სხვა უწყებათა ამოცანების ა და ფუნქციების გაცნობა.
უნდა გაგრძელდეს ერთობლივი ტრენინგები იმ საკითხებზე, რომლებიც საზღვრის მართვის უწყებების საერთო ინტერესის სფეროშია.
დასანერგია ინსტრუქტორთა ტრენინგის სისტემა, კერძოდ, გამოცდილი კადრების შერჩევა, მათთვის პედაგოგიური უნარ-ჩვევების სწავლება და პერიოდული გადამზადება. ინსტრუქტორთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საზღვარზე მომსახურე პირთა ინფორმირება-ინსტრუქტაჟი სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.8. საინფორმაციო სისტემები
5.8.1. მიზნები
საზღვრის მართვის და სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით უწყებებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საინფორმაციო სისტემების განვითარება.
დასახული ამოცანების ეფექტ იანად შესრულების მიზნით უწყებებმა უნდა განავითარონ საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლებელს გახდის უწყებებს შორის ინფორმაციის ა და მონაცემთა გაცვლის ეფექტ იანი სისტემური მექანიზმის გაუმჯობესებას.
საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირება დამყარებული უნდა იყოს ინფორმაციის ა და მონაცემთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე.
საინფორმაციო სისტემების ჩამოყალიებებისას გათვალისწ ი ნებულ უნდა იქნ ე ს საერთაშორისო დონეზე (ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში) ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლის თავსებადობის პრინციპი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.8.2. არსებული ვითარება
მიმდინარე პერიოდისთვის ყველა სგპ ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.
შემუშავებული და დანერგილია სასაზღვრო სა ი მიგრაციო კონტროლის სისტემა, რომელიც ახორციელებს პირის ტრანსპორტის ა და ტვირთის საზღვრის კვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციას და მათ იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზებთან. აღნიშნულ სისტემას ოპერაციულად იყენებ ენ საპატრულო პოლიცი ის დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ხოლო ამ სისტემის ელექტ რონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ების შესაბამისი დანაყოფები, ხოლო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ოფისი და მისი რეგიონული სამმართველოები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში .
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იყენებს მოკლეტალღოვან და ულტრამოკლეტალღოვან რადიოსისტემებს, რომ ლებიც არ არის ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. დაგეგმილია მოკლეტალღოვანი რადიოსისტემის განახლება. ულტრამოკლეტალღოვანი რადიოსისტემები განახლებულია სამ სამმართველოში და მიმდინარეობს და ნარჩენი სამმა რ თველოების შესაბამისი რადიოკავშირის საშუალებებით განახლება.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებს არ გააჩნიათ რადიოლოკაციური, სენსორული და ელექტრონული დაკვირვების სისტემები.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარადარო სადგურები განახლებულია და ჩართულია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებულ ერთიან საკომუნიკაციო ქსელში . შექმნილია საზღვაო სივრცის დაკვირვების შედეგების ბაზა და შესაძლებელია მასში , როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიც ი ის შესაბამისი სტრუქტურების , ასევე სხვა დაინტერესებული უწყებების დაშვება . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები ჩართული არიან საერთო ქსელში და ონლაინ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციას.
არსებული ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA WORLD” საშუალებას აძლევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს სასაქონლო დეკლარაციის ელექტრონული ფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.8.3. წინადადებები/რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ - ტექნიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა კონცეპტუალური ხედვა „სასაზღვრო ოპერაციების საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფ ა (სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა)“ , რომელიც მოიცავს:
პოზიციონირებისა და ნავიგაციის სისტემა ს – მიზანი: სასაზღვრო პატრული რების , ხომალდის გადაადგილების , ადგილმდებარეობის დადგენა და ასახვა ელექტრონულ რუკებზე ;
რადიოკომუნიკაციის სისტემა ს – მიზანი: ლოკალური და რეგიონული დონის ქვედანაყოფებისთვის ღია, დახურული ხმოვანი და მცირე ზომის მონაცემთა პაკეტების გაცვლის უზრუნველყოფა;
სასაზღვრო ოპერაციების აღრიცხვის სისტემა ს – მიზანი: სასაზღვრო ოპერაციების დაგეგმვის და სამსახურებრივი შედეგების (გამოვლენილი სამართალდარ ღ ვევები) აღრიცხვის ელექტრონული ფორმით წარმოება;
ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა ს – მიზანი: სხვადასხვა სახის მონაცემის გამოყენება სასაზღვრო ოპერაციების შესრულების დროს (ძებნილები, სამეურნეო საქმიანობაზე დაშვებული პირები, ტურისტული ჯგუფები, ადმინისტრაციული სამართ ა ლდარღვევები და ა.შ.);
ელ ექტრონული დაკვირვების სისტემა ს – მიზანი: საზღვრის სახმელეთო და საზღვაო მონაკვეთზე, აგრეთვე, სგპ-ების ტერიტორიაზე უწყვეტად ვიზუალური და/ან რადიოლოკაციური დაკვირვების წარმოება;
სენსორული დეტექტირების სისტემა ს – მიზანი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაკვეთების ოპერატიულ-ტაქტიკური გადაფარვა სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით (სტაციონალურად ან მობილური ფორმით);
სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სისტემა ს – მიზანი: სგპ-ებზე პირების და ტრანსპორტის საზღვრის კვეთის ელექტრონული ფორმით აღრიცხვა, იდენტიფიცირება, შედარება სხვადასხვა მონაცემებთან, სტატისტიკური უზრუნველყოფა;
რადიოაქტიურ ნივთი ერებათა გადაადგილების კონტროლის სისტემა ს – მიზანი: სახელმწიფო საზღვარზე რადიოაქტიური მასალების, ნივთიერებების, წყაროებისა და იზოტოპების გადაადგილების კონტროლი.
ზემოაღნიშნული მიმართულებებისთვის შემუშავებულია დეტალური საიმპლემენტაციო პროექტები, რაც შესაძლებელს ხდის დაიწყოს მათი პრაქტიკული რეალიზება.
ღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია სასაზღვრო სექტორის ჩართვა შესაბამისი უწყებების ქსელში, ასევე საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სგპ-ებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.9. ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა
5.9.1. მიზნები
საზღვრის მართვის უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. ეს ხელს შეუწყობს საზღვარზე გადაადგილებას და ორმაგი კონტროლის თავიდან აცილებას, რაც სასაზღვრო კონტროლს უფრო ქმედითს და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის.
გამართული ინფრასტრუქტურა შესაბამის აღჭურვილობასთან ერთად საშუალებას აძლევს საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს მინიმალური საკადრო რესურსითა და ოპტიმალური ფინანსური დანახარჯებით. რთული გეოგრაფიული პირობების გამო ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახმელეთო საზღვრის გარკვეულ სექტორებისათვის.
სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ხელს უნდა უწყობდეს სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას ნებისმიერ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში.
სგპ-ების ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოხდეს სასაზღვრო კონტროლის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.
კონკრეტული სგპ-ს განახლების ან მშენებლობის პროექტები , სასურველია, კოორდინირებული იყოს მეზობელი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან. საზღვრის ერთ მხარეს სგპ-ს ინფრასტრუქტურა თავსებადი უნდა იყოს მეორე მხარეს არსებულ ინფრასტრუქტურასთან.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.9.2. არსებული ვითარება
ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება ძირითადად ხდებოდა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტის ზრდამ შესაძლებელი გახადა სახსრების გამოყოფა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესაძენად. 2006 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებ ის , სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესყიდვ ის ღონისძიებები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აშენდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 9 რეგიონული სამმართველო, დამატებით 7 სათვალთვალო კოშკურა და 23 სასაზღვრო სექტორი, მათგან 7 სექტორის მშენებლობა დაფინანსდა აშშ–ის GBSLE-ის პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა სასაზღვრო თვალთვალისა და კონტროლის აღჭურვილობა , აგრეთვე აშენდა 5 საზღვაო სარადარო სადგური (ანაკლია, გონიო, ჩაქვი, სუფსა, ფოთი).
საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შემუშავდა ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისი პროექტები, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტაბილურ დაფინანსებაზე. შემუშავებულია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის სტანდარტული მოდელები.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სგპ-ების პუნქტების ინფრასტრუქტურა. ამჟამად მოდერნიზირდება და შენდება სგპ ,, კარწახი “ ( საავტომობილო/ სარკინიგზო ) . აშენდა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ინფრასტრუქტურა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სრულად განახლდა სასაზღვრო-სა ი მიგრაციო კონტროლის სისტემის კომპიუტერული და სპეციალური ტექნიკა.
აშშ-ს ე ნერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით სგპ-ებში დამონტაჟდა რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმომჩენი აღჭურვილობა. რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტროლისთვის საპატრულო პოლიცი ის დეპარტამენტი ასევე აღჭურვილია პორტატული დეტექტორებით.
სგპ-ების ინფრასტრუქტურა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის ბალანსზე.
გაეროს განვითარების პროგრამა (U№DP), ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამის – საზღვრის ერთიანი მართვა სამხრეთ კავკასიაში (SCIBM) ფარგლებში ახორციელებს სადახლოსა და წითელი ხიდის სგპ-ების აღჭურვას დოკუმენტების კონტროლისა და საბაჟო კონტროლისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურით.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.9.3. წინადადებები/რეკომენდაციები
აუცილებელია გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და მათი ყოველწლიური განახლება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის უწყებებისათვის ტრენინგისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა. გათვალისწინებულ ი უნდა იქნეს ამ ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენებ ის საკითხი .
საჭიროა დეტალური შემოწმებებისათვის ფართ ობი სა და ტექნიკის გამოყოფა. სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელი იქნება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.10. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა
5.10.1. მიზნები
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის მიზანია ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება. გამოძიება უნდა ჩატარდეს მაღალპროფესიულ დონეზე, რაც , თავის მხრივ , საჭიროებს აგრეთვე შესაბამის ზედამხედველობას.
უნდა არსებობდეს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლის არხები სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის ტრანსნაციონალურ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს.
საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.10.2. არსებული ვითარება
2010 წ ელს განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ -საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება. თუკი მანამდე საგამოძიებო -ოპერატიულ ი ფუნქციები გადანაწილებული იყო ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების სხვადასხვა დანაყოფებში, ოპერატიული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების, კოორდინირებული ურთიერთქმედების, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და მუშაობის ეფექტ იანობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგამოძიებო-ოპერატიული საქმიანობა განეხორციელებინა ერთ ცენტრალიზებულ სტრუქტურულ დანაყოფს – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოს (შემდეგში – მთავარი სამმართველო) , რომელიც ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება შემდეგ საკითხებზე:
● საზღვრის უკანონო გადაკვეთა ;
● არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ;
● ცეცხლსასროლი იარაღის, რადიოაქტიური და სხვა მომწამლავი ნივთიერებების კონტრაბანდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერ ა ტიული დანაყოფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან ზედამხედველი პროკურორის გადაწყვეტილებით გამოძიება აწარმოონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებზეც.
მთავარი სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარებისა და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლას, არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად სავარაუდო საფრთხეებ ი სა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრას. შესაბამისად, მთავარ სამმართველოში ფუნქციონირებს ოპერატიული აღრიცხვის სამსახური, რომლის ფუნქციაა სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილი ვითარების შესწავლა და ანალიზი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უფლებამოსილია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, მათ შორის , სგპ-ებზე გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
2010 წლის ნოემბრიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაექვემდებარა საექსპერტო - კრიმინალისტი კ ური მთავარი სამმართველო, რომ ლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.10.3. წინადადებები/რეკომენდაციები
გასათვალისწინებელია შემდეგი ღონისძიებები:
საზღვარგარეთის ქვეყნებთან შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა ცენტრალურ დონეზე უწყებათა ხელმძღვანელების ზედამხედველობით;
ინფორმაციის გაცვლის მიზნით პერიოდული შეხვედრების გამართვა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობაში ჩართულ სახელმწიფო სტრუქტურათა მონაწილეობით;
ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება საერთო ინტერესისა და სხვა უწყებათა სპეციფიკური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში;
სასურველია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სგპ-ებზე გამომძიებლების და ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფების შექმნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.11. რისკების ანალიზი
5.11.1. მიზნები
უწყებ ებს უნდა ჰქონდე თ საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემ თ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საჭირო რესურსები. საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასება უნდა დაეფუძნოს რისკების ანალიზს.
რისკების ანალიზის სისტემის მიზანია სისტემური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და რისკების ანალიზის მომზადება საზღვრის მართვის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი საფეხურებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.11.2. არსებული ვითარება
2011 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით დამტკიცდა „ რისკების ანალიზის სისტემის დებულება “ , რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია - მოვალეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე , სასაზღვრო ზოლში , სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში რისკების ანალიზის ჩატარების მიზნებს , სტრუქტურას , დონეებს , მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების კომპეტენციასა და რისკების ანალიზის შედეგების გამოყენების პრინციპებს .
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორციელდება დეპარტამენტის დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება , ანალიზი და სათანადო ინფორმაციის , მათ შორის სგპ-ებიდან მიღებული ინფორმაციის შედგენა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის დეპარტამენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.11.3. წინადადებები/რეკომენდაციები
ყველა უწყებას უნდა შეეძლოს რისკების ანალიზის დამოუკიდებლად წარმოება. ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები , ან საშტატო ერთეულები ჩამოყალიბებული ანგარიშგების სისტემით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი რისკების ანალიზის შემუშავება, რაც მოიცავს სრულყოფილი სტასტისტიკური მონაცემების შეგროვებასა და სათანადო ანალიზს.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
5.12.1. მიზნები
ხელისუფლებამ უნდა აამაღლოს საზღვრისპირა რაიონებში, განსაკუთრებით მთიან ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დონე. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.12.2. არსებული ვითარება
დაბალი ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე, სასაზღვრო რეგიონებში უმუშევრობის მაღალი ხვედრითი წილი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კონტრაბანდისა და სხვა სასაზღვრო დანაშაულისათვის.
მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის ზოგი სასაზღვრო მონაკვეთი რთულად მისადგომია. ეს ფაქტორი საზღვრის მართვის ორგანოების უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა სამართალდამცავი საქმიანობა საზღვარზე.
საზღვარზე ბუნებრივი რისკები შეიძლება იყოს წყალდიდობა და მეწყერი. ამ დენად , საზღვრის მართვის ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციებისა თვის და კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვისაც.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
5.12.3. წინადადებები/რეკომენდაციები
უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციის დროს, როგორიცაა – შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, ლტოლვილთა მასობრივი შემოსვლა, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები საზღვარზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
6. საზოგადოებასთან ურთიერთობა
მიზნები
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო უწყებათა იმიჯის ამაღლებას და საზოგადოებასა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განწესებულ მესაზღვრეთა და მებაჟეთა შორის ნდობის დამყარებას. თანამედროვე სასაზღვრო უწყებათა ჩამოყალიბების კიდევ ერთ მნიშვნელოვან პირობას გამჭვირვალობა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მსგავსი ღონისძიებების ძირითადი მიზანია სასაზღვრო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა სასაზღვრო უწყება მიიჩნეოდეს მათი უსაფრთხოების გარანტად.
საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების სისტემის სრული რეფორმირებისათვის საზოგადოებისა და მედიის აქტიური მხარდაჭერაა საჭირო, რათა საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს და მეტი ინფორმაცია მიიღოს მიმდინარე რეფორმების შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის სამსახურებმა რეგულარულად უნდა მოაწყონ პრესკონფერენციები, რათა მასმედიას მიეწოდოს აქტუალური ინფორმაცია რეფორმის პროცესის შესახებ. ეს ღონისძიებები უდავოდ მიიპყრობს საზოგადოების ყურადღებას საზღვრის მართვის ორგანოებში მიმდინარე პროცესებისადმი და გააუმჯობესებს რეფორმების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
აუცილებელია სასაზღვრო წესების ( საბაჟო ტარიფები, სგპ- ების გადაკვეთის წესები, სავიზო საკითხები და ა. შ.) გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის მუდმივი ამაღლება, რათა ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემა.
7. სტრატეგიის განხორციელება
7.1. სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები
სტრატეგიაში დასახული მიზნებიდან გამომდინარე, ყველა კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები იმ ღონისძიებათა გატარების შესახებ, რაც აუცილებელია სტრატეგიაში ასახული მოთხოვნების შესასრულებლად. წინამდებარე სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს სტრატეგიის განხორციელების დეტალურ გეგმას. ამ გეგმის განხორციელებისას ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს მაკოორდინირებელ ორგანოს.
7.2. საზღვრის ერთიანი მართვისათვის აუცილებელი რესურსები
სტრატეგიის შესრულების საფუძველი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო და სტაბილური ფინანსური სახსრები. სტრატეგიის მიზნების მიღწევას შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონორების დახმარებამ. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს საზღვრის მართვა იქნება თვითდაფინანსებაზე, საერთაშორისო დახმარებების გარეშე.
7.3. სტრატეგიის განხორციელების ვადები
სტრატეგია უნდა განხორციელდეს 2008-2013 წლებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეიმუშავონ ან განაახლონ განვითარების გრძელვადიანი გეგმები. სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა ინსტიტუციონალურ სტრატეგიაში ან დაგეგმვის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში უნდა გაითვალისწინონ ამ სტრატეგიის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები.
სტრატეგიის შესრულების შედეგები ყოველწლიურად შეფასდება. პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეფასების ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ სამთავრობო უწყებათაშორის კომისიას.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანებულება №266 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
[1] საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმდინარეობს საერთაშორისო სასაზღვრო გამტარი პუნქტის „კარწახი ს ” (საავტომობილო/სარკინიგზო) მშენებლობა .