"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016005
"ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №21 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“, ამ დებულების, მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე შ. ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია