(ძალადაკარგულია - 18.05.2018, №236)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №176
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№2464 – რს) მე-2 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი
მუხლი 1.
ეს წესი ადგენს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი ან მწარმოებლის/დისტრიბუტორის მოთხოვნის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება – სურსათის/ცხოველის საკვების მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური ან/და სხვა სახის დამუშავება, განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, დამარხვა, დაწვა, საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, ან მათი ნებისმიერი კომბინაცია;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია – სურსათის/ცხოველის საკვების მეორეული გამოყენება მატერიალური ან/და ენერგეტიკული რესურსების სახით;
დ) ტექნიკური გადამუშავება – ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაციისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა შეცვლის მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება
1. სურსათი/ცხოველის საკვები ექვემდებარება განადგურებას, თუ იგი:
ა) არ შეესაბამება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ვადაგასულია.
2. გადაწყვეტილებას სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ იღებს სააგენტო. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მწარმოებელს/დისტრიბუტორს.
3. თუ სურსათის/ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები შერჩეული უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.
5. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ხარჯების (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) ანაზღაურება ხდება მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ.
6. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა მწარმოებლისათვის/დისტრიბუტორისათვის.
7. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
8. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შემდეგ დგება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტი (დანართის შესაბამისად) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე – მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ ინახება ორი წლის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 4. სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია
1. შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ სურსათის/ცხოველის საკვების სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული ან/და ფიტოსანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნებადართულია სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია ტექნიკური გადამუშავების გზით.
2. აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას უტილიზაციის განხორციელების შესახებ იღებს სააგენტო.
3. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანაზღაურებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 5. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/ დისტრიბუტორის ვალდებულებები
1. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების შენახვა იზოლირებულად, შესაბამისი შენახვის პირობების დაცვით.
2. გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა აღრიცხულ უნდა იქნეს მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების სახეობის, დასახელების, წონის, მოცულობის, პარტიის ნომრისა და რაოდენობის, პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობის, დამზადების თარიღისა და პარტიის ცვლის ნომრის შესახებ. მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელია მწარმოებელი/დისტრიბუტორი.
3. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების სანიტარიული დამუშავება მათი დაცლის შემდეგ.
მუხლი 6. დავის გადაწყვეტა
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების
ა ქ ტ ი N
„ ------ “ -------------------------------- წ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
განადგურების ადგილი
საფუძველი -------------------------------------------------- ------- ----------------------------------------
გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი
სააგენტოს უფლებამოსილი პირები ------------------- ------ ------------------------------- - ------------
გვარი, სახელი, თანამდებობა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის წარმომადგენელი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა დამსწრენი -------------------------------- ---------- ---------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
განადგურება დაიწყო ------------------------- განადგურება დამთავრდა -----------------------
თვე, რიცხვი, საათი თვე, რიცხვი, საათი
გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობა (დასახელება, დამზადების თარიღი და პარტიის ცვლის ნომერი) და შეფუთვა-მარკირება (პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------- --------- --------------------------------------
გაუვნებლობის მეთოდი -------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

განადგურების მეთოდი --------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სატრანსპორტო საშუალება , დამუშავების მეთოდი ------------------------------------------------------
( სახელმწიფო სერია და ნომერი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტის შედგენის ადგილი , თარიღი და დრო --------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტი შედგენილია 2 ეგზემპლარად
ხელმოწერები გვარი , სახელი , თანამდებობა
1 . ---------------------------------- -----------------------------------------------------------------
2 . ---------------------------------- -----------------------------------------------------------------
დამსწრენი