,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ“ ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-01-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-14
სარეგისტრაციო კოდი
480.310.000.08.002.004
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ“ ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №10

2008 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ“ ქ.ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ერევანში 2007 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის საბაჟო სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ურთიერთქმედების წესის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია