საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
386
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №386

2010 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის დაფუძნების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (შემდეგში –  სამსახური).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სამსახურის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სამსახურის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს სამსახურის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №790 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია