ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
531
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №531

2010 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 105 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2 თვეში უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №1088 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2522

კრებსითი — სრული ვერსია