(ძალადაკარგულია - 17.11.2016, №297)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 646
2010 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №28 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია ).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №28 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ადმინისტრაციი ს სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №28 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 1 თვ ე ში უზრუნველყოს:
ა) ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება;
ბ) ადმინისტრაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №28 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
4. ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №28 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი