„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-13
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.014983
„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.014.983

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №150

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ  დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“, „ე“, და „ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

ე) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისათვის ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისათვის;

ვ) ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევისათვის, ასევე აღმასრულებლის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია