„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის N961 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
742
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-27
სარეგისტრაციო კოდი
220120000.22.033.016006
„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის N961 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №742

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008, №186, მუხ. 1958) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული აქციზის დეკლარაციის ფორმის (დანართი №1) III განაყოფი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული „აქციზის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და წარმოადგენს მის ნაწილს. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-5 სტრიქონზე აისახება ჩასათვლელი აქციზი, კერძოდ:

ვ.ა) დასაბეგრ ოპერაციებზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14);

ვ.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) (დეკლარაციის დანართის სვეტი 16);

ვ.გ) აქციზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება

 

ოპერაციის შინაარსი

გადასახდელი აქციზი

შესამცირებელი აქციზი

აქციზი აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას

1

 

 

 

 

 

აქციზი აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება დოკუმენტურად

2

 

 

 

 

აქციზი აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე

3

 

 

 

 

 

აქციზი აქციზური მარკების დანაკლისზე

4

 

 

 

 

 

ჩასათვლელი აქციზი

 

 

5

 

 

 

აქციზი დაბრუნებულ აქციზურ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე)

 

 

6

 

 

 

აქციზი დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე

 

 

7

 

ადრე ჩათვლილი აქციზი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას.

8

 

 

 

ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზი

 

 

9

 

ჯამი

(სტ.10=სტ.1+სტ.2+სტ.3+სტ.+4+სტ.8; სტ.11. =სტ.5+სტ.6+სტ.7+სტ.9)

10

 

 

11

 

 

ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას

 (სტ. 10-სტ.11, როცა სტ.10>სტ.11.)

12

 

 

 

ექვემდებარება შემცირებას

(სტ.11 -სტ. 10, როცა სტ.11 >სტ.10)

 

 

13

 

 

 

სხვაობა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე:

 

ა) სტ.7- (3+4), როცა 7> (3+4),

14

 

გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის“ ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზური მარკების“ ბარათზე.

ბ) სტ (3+ 4) - 7, როცა (3+ 4)>7

15

 

გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზური მარკების“ ბარათიდან გადაიტანება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის“ ბარათზე.

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

საწარმოს ხელმძღვანელი/ინდივიდუალური მეწარმე

(წარმომადგენელი)

 

 ----------------------         ---------------------       ---------------------

 

კრებსითი — სრული ვერსია