,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 2 დეკემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-12
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.041.014967
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 2 დეკემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.33.041.014.967

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №65

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 2 დეკემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 2 დეკემბრის №69 ბრძანებით დამტკიცებულ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის“ (გაზეთი ,,აჭარა” 3-4.12.2009წ., №138, (23-203,) გვ.8-10) მე-2 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და რეფორმების განყოფილების მთავარი სპეციალისტი:

ნ.ა. უმაღლესი განათლება.

ნ.ბ. უცხო ენა (სასურველია);

ნ.გ. ანალიტიკური აზროვნება;

ნ.დ. კომპიუტერული საოფისე პროგრამები (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Power Point);

ნ.ე. კანონები:

ნ.ე.ა. ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონი;

ნ.ე.ბ. ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონი;

ნ.ე.გ. ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონი;

ნ.ე.დ. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი;

ნ.ვ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი:

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიზნობრივი პროგრამების შერჩევისადა დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 მაისის №20 დადგენილება.

ნ.ზ. თემატიკა:

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მათი გადამუშავების ტექნოლოგია; მცენარეთა დაცვა; აგრომენეჯმენტი; სასურსათო უსაფრთხოების არსი და რისკების ანალიზი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ძირკვაძე

კრებსითი — სრული ვერსია