„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
723
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-28
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.002.004
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №723

2007 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესში შეტანილ იქნეს ცვლილებები და წესის მე-3 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვა ხორციელდება სასაზღვრო-გამტარი პუნქტის პასუხისმგებელი პირის მიერ მოქალაქის პასპორტში სათანადო სტიკერის ჩაკვრითა და თარიღ-დამღის დასმით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურთან.“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია