„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
721
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-28
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.08.002.004
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №721

2007 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III,  №19, 2006 წ., მუხ. 220) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2009 წლის 1 იანვრამდე.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია