„საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №470

2010 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს ევროპის კავშირს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია