„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურთა დღის დაწესების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურთა დღის დაწესების შესახებ“

(ძალადაკარგულია - 15.10.2014, №427)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №483

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურთა დღის დაწესების შესახებ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დონისა და მხედრული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში საქართველოს დაზვერვის სამსახურის როლის ამაღლების მიზნით:

1. დაწესდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღე.

2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღე აღინიშნოს ყოველი წლის 19 სექტემბერს.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა დღის დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის №30 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია