„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის N104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
46/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.014702
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის N104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.702

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის  ბრძანება №46/ნ

2010 წლის 1 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის N104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის №104 ბრძანებით (სსმ III, 2.07.2004 წ., №66, მუხ. 582) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 5. საბჭოს სხდომები იმართება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის ან  მინისტრის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომის შედეგები და რეკომენდაციები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია