„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
453
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.014713
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.713

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №453

2010 წლის 4 ივნისი

 ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №106, მუხ.1188) დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსპერტიზა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ რეგისტრაციაგაუქმებული ან/და სამართალსუბიექტის მიერ გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების იდენტურობის დადგენა სააგენტოსთან (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო)) შეთანხმებულ ნიმუშთან;

ბ) უტილიზაცია – სააგენტოს მიერ რეგისტრაციაგაუქმებული ან/და სამართალსუბიექტის მიერ გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ;“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია