საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
684
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2016-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 11.07.2016, №164)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №684

2007 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (შემდეგში – მუზეუმ-ნაკრძალი).

2. მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: გორა-ბერეჟოულის ბაღს და სასახლეს (სოფელი გორა-ბერეჟოული), ციხის კომპლექსს (სოფელი ბაილეთი (გურიანთა)), „თამარის ციხეს“ (სოფელი ბუკისციხე), ქალაქ „პეტრასა“ (სოფელი ზედუბანი) და ასკანის ციხეს (სოფელი მთისპირი).

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს:

ა) მუზეუმ-ნაკრძალის დებულების დამტკიცება და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

ბ) 2008 წლის 1 ივლისამდე მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალის განსაზღვრასთან დაკავშირებით დამატებით წინადადებების წარმოდგენა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია