„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-06-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2010 წლის 2 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების გან­ხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №45, მუხლი 511) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამი­ნი­ს­ტ­როსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნ­ქცი­ონირების წესსა და რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა და მე-4 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„71. საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვა საქარ­თველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ვადების დაცვით ხორციელდება ყოველ კვირას, 12:00 სა­ათიდან. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი სხდომის ჩატარება სხვა დღეს ან/და დროს, რაც განისაზღვ­რება საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინი­ცი­ატივით ან მისი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია