,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №375

2010 წლის 3 ივნისი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;“.

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გამოცემული სამართლებრივი აქტები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურების და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ბრძანებულების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია