,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
668
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-04
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №668

2007 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის შუამთის მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (194.4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოიყოს მიჩენილი უბანი.

2. მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს თელავის სატყეო უბნის კვარტალი №12-დან უბნები 1-37 (ფართობი – 144.7 ჰა), კვარტალი №13-დან უბნები 9, 11-14 (ფართობი – 46.0 ჰა), კვარტალი №24-დან უბნები 1-3 (ფართობი – 3.2 ჰა), ამავე კვარტლის უბანი №9-ის ნაწილი (ფართობი – 0.5 ჰა), საერთო ფართობი – 194.4 ჰა.

3. მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია