საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
366
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-06-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №366

2010 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მედიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 22 მაისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული მემორანდუმის დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია