საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის №124 ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
124
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-01
სარეგისტრაციო კოდი
170020020.22.027.014795
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის №124 ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.014.795

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №124

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებაში  ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №33, მუხლი 515) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) არღვევს ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს;“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს (შემცვლელ პირს) არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. ამ ვადაში არ შედის სასამართლოში საქმის წარმოების დრო.“.

4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იუსტიციის მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოების დაწყების შემდეგ საქმე განსახილველად გადაეცემა კომისიას. კომისიაში შედის სამი წევრი, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს. კომისიის წევრებს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. კომისიის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ნოტარიუსი. კომისია მუშაობს იმავე წესებით, რაც დადგენილია ამ დებულების მე-20 მუხლით. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის ჩატარება გააჭიანურებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას, ან საქმის გარემოებები დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური საქმისწარმოება, არ მონაწილეობს საქმის განხილვაში.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია