სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
2007 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განათლების სფეროში განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ პროგრამებში ან ორგანიზებულ კონკურსებში მოპოვებული წარმატებებისათვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის დაწესდეს წოდება „წარმატებული მასწავლებელი.“
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №693-სსმIII №179, 18.12.2007წ., მუხ.1970
2. „წარმატებული მასწავლებლის“ წოდებისათვის დაწესდეს სპეციალური ნიშანი, შესაბამისი სიგელი და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს გადაეცემა „წარმატებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №693-სსმIII №179, 18.12.2007წ., მუხ.1970
3. გადაწყვეტილებას „წარმატებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე.“
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №693-სსმIII №179, 18.12.2007წ., მუხ.1970
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური ნიშნის და შესაბამისი სიგელის ნიმუშის შემუშავება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამზადების უზრუნველყოფა.
5. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ნიშნებისა და შესაბამისი სიგელების ნიმუშების შემუშავებისა და დამზადების, ფულადი პრემიების გაცემისა და შესაბამის პირთათვის მათი გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებების მოწყობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 77 000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №693-სსმIII №179, 18.12.2007წ., მუხ.1970