საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №650
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 ნოემბრის №484 და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ რეორგანიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №232 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 ნოემბრის №484 და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ რეორგანიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №232 ბრძანებულებები.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი