საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №644
2007 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკა გილაურს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი