„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2007 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 სექტემბრის №526 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
642
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.08.002.004
„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2007 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 სექტემბრის №526 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №642

2007 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2007 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 სექტემბრის №526 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სავალ დებულო სამსახურში მოქალაქეთა 2007 წლის საშე მოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენ ტის 2007 წლის 17 სექტემბრის №526 ბრძანებულე ბაში (სსმ III, 2007 წ., №131, მუხ. 1422) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 480 კაცით, ხოლო საკონტრაქტო სამსახურში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში გასაწვევთა რაოდენობა – 1000 კაცით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია