საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
2010 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №22, მუხ. 246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში ალექსანდრე კვერნაძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს იური ერემიანი – ქირურგი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი