„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
355
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-05-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.014667
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.014.667

საქართველოს თავდაცვის

 მინისტრის ბრძანება №355

2010 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის  20 ივლისის №216 ბრძანებაში (სსმ III, 25.07.2006, №98, მუხ. 1347) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. „სამსახური“ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვაო თავდაცვის ძალების ჰიდროგრაფიული სამსახურის სამართალმემკვიდრეს.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია