,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
52/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-30
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.014786
,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.786

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №52/ნ

2010 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005, №136,  მუხ. 1514) დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის“  მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ) სამართალი-38 (სამართლის ბაკალავრი) – სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია