სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
140/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2026-06-08
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.035.014656
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №140/ნ

2010 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესი (დანართი №1).

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა (დანართი №2).

[ 1 1 . სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადის შევსება მაძიებელი ოჯახის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

[2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს განაცხადის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის) მიღებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესის ადმინისტრირება.

2 1 . სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელოს განაცხადის მიღებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №120/ნ ბრძანება;

ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანება;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

  ა. კვიტაშვილი

დანართი №1

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაცის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში-მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი გადამოწმების ან რეგისტრაციის გაუქმების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

[ ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 
ბ) ოჯახი-განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;
გ) განაცხადის ფორმა-დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებს ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად, რეგისტრაციის გაუქმებისათვის ან განმეორებითი შეფასებისათვის;
დ) განაცხადის რეგისტრაცია – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში-„მონაცემთა ბაზა“) პირველადი რეგისტრაციის დროს, სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.

[გ) განაცხადი – სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს ოჯახის ნებას, დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან განხორციელდეს რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი შეფასება, ან რეგისტრაციის გაუქმება. მონაცემთა ბაზაში პირველადი რეგისტრაციისას, ოჯახი უფლებამოსილია განაცხადი შეავსოს ელექტრონული ფორმით; 

დ) განაცხადის რეგისტრაცია – მონაცემთა ბაზაში პირველადი რეგისტრაციის დროს, სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 

3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

    მუხლი 2. განაცხადი
1. ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან მოითხოვოს სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება, ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება უნდა შეავსოს განაცხადის დადგენილი ფორმა.
2. სააგენტო, თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომობას და მათ მიერ შევსებული განაცხადის მიღებას. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ასევე, განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.
3. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულის პასუხისმგებელი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

[მუხლი  2.  განაცხადი

1. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით განაცხადის ფორმის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომობას, შევსებული განაცხადების მიღებას და დამუშავებას;

ბ) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – ssa.moh.gov.ge განთავსებული შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით, ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის მიღებას და დამუშავებას. 

3. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის მატერიალური/ელექტრონული ფორმით შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ამასთან, მიაწოდოს ინფორმაცია როგორც სააგენტოს უფლებამოსილების, ასევე „ოჯახის“ უფლება-მოვალეობების თაობაზე.

4. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა, ასევე განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

    მუხლი 3. განაცხადის შევსება
1. განაცხადი წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს ოჯახის ნებას დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი შეფასება ან რეგისტრაციის გაუქმება.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი უფლებამოსილია მოითხოვოს განმეორებითი გადამოწმება, თუ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან (სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებიდან) გასულია ერთი წელი.

[2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი უფლებამოსილია მოითხოვოს განმეორებითი გადამოწმება, თუ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთი წელი ან/და ოჯახში ადგილი აქვს:

ა) დემოგრაფიულ ცვლილებას (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება);

ბ) ოჯახის წევრის დასაქმებას/შემოსავლის მიღებას;

გ) ოჯახის წევრის სამუშაოს/ შემოსავლის დაკარგვას;

დ) საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას;

ე) ოჯახის წევრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას;

ვ) გადამოწმების სხვა საფუძველს, რაც გავლენას ახდენს რეგისტრირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილებაზე.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 

3. განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა შესაბამისი გრაფა.
4. განაცხადის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფები, შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ციფრები.
მაგ.: პირადი ნომერი:

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

 

5. სახელისა და გვარის მითითებისას განაცხადის შესაბამის გრაფაში იწერება ამ პირის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული სახელი და გვარი.
6. განაცხადის ის გრაფა, რომელიც შევსებას არ საჭიროებს, შეუვსებელი რჩება.
7. განაცხადის შევსების უფლება აქვს ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს.
8. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს ავსებს ოჯახის არაწევრი პირი, იგი ვალდებულია შევსებულ განაცხადს თან დაურთოს ოჯახის ან მისი წევრის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნება/მინდობილობა).
9. სააგენტო უფლებამოსილია განუხილველი დატოვოს განაცხადი, რომელშიც არ არის მოცემული (შევსებული) ოჯახის იდენტიფიცირებისათვის ან/და გადამოწმებისათვის საჭირო რეკვიზიტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.


    მუხლი 4. განაცხადის ჩაბარება
1. შევსებული განაცხადი ბარდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

[ 1. შევსებული განაცხადი ბარდება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
2. განაცხადის ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი (მასში შემავალი წევრები) თანახმაა:
ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
ბ) ობიექტური პასუხები გასცეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციას ან განმეორებით გადამოწმებას;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

[დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე;  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
ე) მიეცეთ ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.

[ ვ) (ამოღებულია - 08.06.2026, №18/ნ).  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
3. სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა) განაცხადის ფორმების ხელმისაწვდომობას;
ბ) განაცხადის ჩაბარებისას მისი შევსების სისწორის კონტროლს (მაგ.: პირადი ნომრის ჩაწერას სხვა გრაფაში; შევსებულია თუ არა განაცხადის ყველა საჭირო გრაფა; აქვს თუ არა ხელმოწერა და სხვა);
გ) განაცხადის სწორად შევსების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებისა და განმარტებების მიცემას;
დ) შევსებული განაცხადის ფორმის მიღებას;
ე) განაცხადის დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას;
ვ) განაცხადის შემოტანისას ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმებას;
ზ) განაცხადის მიღებისა და დამუშავების პროცესთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ქმედებების განხორციელებას.
4. განაცხადის მიღებამდე სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ამოწმებს განაცხადის შევსების სისრულეს და სისწორეს. დაუშვებელია არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადის ფორმის მიღება.
5. არასრულყოფილია განაცხადი, თუ მასში გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია განმცხადებლის და/ან მისი ოჯახის  რომელიმე წევრის პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია ხელმოწერა და სხვა).
6. არასწორია განაცხადი, თუ ერთ გრაფაში შესატანი მონაცემები შეტანილია შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფაში (მაგ., პირადი ნომრის გრაფაში მითითებულია დაბადების თარიღი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მონიშნულია პირველადი შეფასების გრაფა, მაშინ, როდესაც ოჯახს სურს განმეორებითი გადამოწმება).
7. არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს უკან დაუბრუნოს განაცხადის ფორმა და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო მითითებები.
8. სააგენტო უფლებამოსილია არ მიიღოს, ან/და არ განიხილოს ისეთი დაზიანებული (დახეული ან/და გადასწორებული) განაცხადი, რომლიდანაც საეჭვოა ან შეუძლებელია შეტანილი მონაცემების (ინფორმაციის) ამოკითხვა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №01- 22/ნ - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.
   მუხლი 5. განაცხადის აღრიცხვა
1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი, სწორად და სრულად შევსებული განაცხადის მიღებისას განაცხადზე აღნიშნავს მისი ჩაბარების თარიღს და ანიჭებს ნომერს.
2. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული უზრუნველყოფს მიღებული განაცხადის აღრიცხვას უწყვეტი ნუმერაციით.
3. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის სხვადასხვა განაცხადისათვის მინიჭება.
4. განაცხადის მიღების შემდეგ განმცხადებელზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა განაცხადის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახი ითხოვს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ნომერი, ჩაბარების თარიღი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

[ 4. განაცხადის მიღების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება დოკუმენტის ნომერი, ჩაბარების თარიღი და დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №01- 22/ნ - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.


    მუხლი 6. განაცხადის მიღება და დამუშავება 

[ მუხლი  6.  განაცხადის   დამუშავება (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენას, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვებას.

[1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირ(ებ)ის პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების გამოთხოვას, მიღებას, შეგროვებას, გადამოწმებას, გამოყენებას, შენახვას ან სხვა ნებისმიერი სახით/ფორმით დამუშავებას.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
2. მონაცემების გადამოწმებისა და სიზუსტის დადგენისას სააგენტო იყენებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას.
21. განაცხადში დაფიქსირებული პირის რეკვიზიტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში-სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)  მონაცემთა ბაზასთან შედარებისას აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობის შემთხვევაში, ავტომატურად ხორციელდება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” პირის რეკვიზიტების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)  კორექტირება.
3. განაცხადის პირველადი შემოტანის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების მიზნით, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
4. პირველადი განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის (რაიონული (საქალაქო) განყოფილება, სოციალური მომსახურების ცენტრი) კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობა წარმოადგენს მაძიებელი ოჯახის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.

[ 2 ​1 . განაცხადში დაფიქსირებული პირის რეკვიზიტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ბაზასთან შედარებისას აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობის შემთხვევაში, ავტომატურად ხორციელდება მონაცემთა ბაზაში პირის რეკვიზიტების (სახელი, გვარი) კორექტირება.

3. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. პირველადი განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობა წარმოადგენს მაძიებელი ოჯახის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

5. რეგისტრირებული ოჯახის მიერ შემოტანილ განაცხადში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ფიქსირდება შემოტანის თარიღი და ოჯახისათვის უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიული ან მაძიებელთა აღრიცხვის მიზნით ორგანიზებული ერთეულისათვის მინიჭებული კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობას.
51. (ამოღებულია - 06.07.2018, №01-27/ნ).
52. (ამოღებულია - 06.07.2018, №01-27/ნ).
6. სააგენტოს მიერ განმეორებით შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) განაცხადის არასრული შევსება ან შეტანილი მონაცემების უზუსტობა;
ბ) განაცხადში მითითებული ოჯახის წევრ(ებ)ის სხვა განაცხადში არსებობა;
გ) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციასთან;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.
7. განმეორებითი შეფასების მოთხოვნით განაცხადის შემოტანის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ერთეული იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ;
ბ) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებაზე უარის თქმის შესახებ.

[6. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას განაცხადის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განაცხადში დაფიქსირებული ოჯახის რომელიმე წევრი არ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეს;

ბ) განმცხადებელი არ არის ოჯახის წევრი/ოჯახის წევრის კანონიერი წარმომადგენელი;

გ) განაცხადი შევსებულია არასრულყოფილად/არასწორად;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

7. განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: 

ა) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შესახებ;

ბ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ოჯახისთვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააგენტოს ტერიტორიული ერთეული წერილობით ატყობინებს ოჯახს, სადაც უთითებს უარის თქმის საფუძველს და არსებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლო გზებს.
9. მიღებული განაცხადის დასამუშავებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №01- 22/ნ - ვებგვერდი, 12.06.2013წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 6 ივლისის   ბრძანება №01- 27/ნ - ვებგვერდი, 09.07.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

 

[მუხლი   6 1 .  განაცხადის   შევსება   ელექტრონული   ფორმით

1. ელექტრონული ფორმით განაცხადი ივსება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – ssa.moh.gov.ge. სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ელექტრონული განაცხადის ფორმა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

2. განაცხადის შევსების უფლება აქვს ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს.

3. განაცხადის შევსებამდე განმცხადებელმა შესაბამისი ველის მონიშვნით უნდა დაადასტუროს თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

4. განაცხადის შევსება ხდება სათანადო ველებში შესაბამისი მონაცემების შეტანით, შევსებას ექვემდებარება ყველა სავალდებულო ველი.

5. განაცხადში, ოჯახის წევრ(ებ)ის პირადი რეკვიზიტები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი) ფიქსირდება ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული მონაცემების შესაბამისად.

6. განაცხადის ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ, ინფორმაციის საბოლოო დადასტურებამდე, განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს მის მიერ დაფიქსირებული მონაცემების სისწორე.

7. განაცხადის ელექტრონულად შევსებისას:

ა) ოჯახს ავტომატურად ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კოდის, ელექტრონული განაცხადის მაიდენტიფიცირებელი კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობას;

ბ) განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება;

გ) სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შესახებ.

8. ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადი ხელმოწერით დასტურდება ოჯახში ვიზიტის დროს, განაცხადში აღნიშნული ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი უარს განაცხადებს ელექტრონული ფორმით შევსებული განაცხადის ხელმოწერაზე, წყდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და ივსება ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.  (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 8 ივნისის  ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 08.06.2026წ.


    მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი № 2

სსიპ - სოციალური

მომსახურების

სააგენტო

განაცხადი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ

 

დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N140/ნ ბრძანებით

 

 

ივსება სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ

 

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი:

თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):

 

განყოფილების/მომსახურების ცენტრის კოდი

 

განცხადების ნომერი

 

 

 

 

მომართვის მიზეზი:

1. პირველადი რეგისტრაცია

 2. რეგისტრაციის გაუქმება

 3. განმეორებითი შეფასება

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი:

გვარი:

დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):

 

პირადი ნომერი:

 

საკონტაქტო ტელეფონი:

ხართ თუ არა ოჯახის წევრი?

1. დიახ                     2. არა

ოჯახის მისამართი

თვითმმართველი ქალაქი:

მუნიციპალიტეტი:

საფოსტო ინდექსი:

 

ადმინისტრაციული ერთეული:

სოფელი:

ქუჩა/კვარტალი/მიკრორაიონი:

სახლის N:

კორპუსი:

ბინის N:

1. ტელეფონი :

2. ტელეფონი:

ელ-ფოსტა:

                 

ოჯახის წევრები

*ივსება პირველადი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან განმეორებითი შეფასებისას, როდესაც ადგილი აქვს დემოგრაფიულ ცვლილებას

N

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

დაბადების თარიღი

        რიცხვი,  თვე, წელი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

11

 

 

 

 

12

 

 

 

 

13

 

 

 

 

14

 

 

 

 

15

 

 

 

 

16

 

 

 

 

კომუნიკაციის შესაძლებლობა ოჯახის საკონტაქტო წევრთან:

1. შესაძლებელია უპრობლემოდ

2. მხარდაჭერის მიმღები პირია

3. არასრულწლოვანია

4. შეზღუდული მხედველობის უნარი

5. შეზღუდული მეტყველების/სმენის უნარი

6. __________________________________________________________

მიუთითეთ სხვა

განმეორებითი შეფასების მოთხოვნის მიზეზი

1. დემოგრაფიული ცვლილება ოჯახში

2. დასაქმება, ლეგალური შემოსავლის მიღება

3. სამუშაოს, ლეგალური შემოსავლის დაკარგვა

4. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება

 

5. სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთ წელზე მეტი

6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა

7. განმეორებითი გადამოწმების სხვა მიზეზი:

_________________________________________________________________________

მიუთითეთ სხვა მიზეზი

ოჯახის მოვალეობანი

განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტუ­რებს, რომ ოჯახი თანახმაა:

  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის გან­საზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრუ­ლად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყო­ფი­თი პირობები;
  • ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შე­კითხ­ვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარად­გინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობი­სას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
  • სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინ­ფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომა­რეო­ბას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონა­ცემთა ბაზაში რეგისტრაციას;
  • ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრა­ფიუ­ლი (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სო­ციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნო­ბოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
  • მიეცეთ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახ­მა­რების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
  • სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მო­პოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შე­ღა­ვათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმა­ცია გახდეს საჯარო.

 

ოჯახს უფლება

·         გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინ­ფორმა­ციას;

·         მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე­ბების (შესწორებების) შეტანა;

·         მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან;

·         ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

 

გავეცანი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან განმეორებითი გადამოწმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას მათ განუხრელ შესრულებაზე, აგრეთვე, განცხადებაში მითითებული ოჯახის მონაცემების სისწორეზე, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით

______________________________

ხელმოწერა

_____________________________

თარიღი

                           

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №01-22/ნ - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №01-31/ნ - ვებგვერდი, 12.08.2015წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია