საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №615
2007 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
დ. გვინდაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერის მეოთხე ოპერაცია PRSO-IV) დაფინანსების ხელშეკრულების“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი