ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 20 სექტემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 18 დეკემბრის №14 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები 6 052 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები 6 299 500 ლარის ოდენობით“;
გ) დადგენილების დანართები შესაბამისად შეიცვალოს ახალი დანართებით (დანართები თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი