„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.144.016001
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად,

1. „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების (რეგლამენტის) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)“;

ბ) დებულების (რეგლამენტის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია