„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-18
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016010
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 23

2010 წლის 20 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1);

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობის სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვეგვერდი, 10.02.2012წ.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.10.2012წ.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.

4. ძალადაკარგულია - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 21.07.2014წ.

 

დანართი № 1

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

 

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

( ლარებში )

I

გამგებელი

2650

II

გამგებლის მოადგილე

1500

III

სამსახურის უფროსი

1290

IV

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

V

გამგებლის თანაშემწე

790

VI

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560

VII

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1290

VIII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სპეციალისტი

560

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვეგვერდი, 10.02.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 19.10.2012წ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია