„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
571
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2007-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-18
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №571

2007 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა, სამინისტროს არქივის მართვა;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და ანალიზი, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში საჯარო მოსამსახურეთა, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, შრომითი ურთიერთობების შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვ.) მომზადება, წარმოება;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია